დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 396 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025945 |
|
„შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №612 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2025, 040170020.10.003.025506) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირდაპირი შესყიდვა − შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) სისტემის „CMR“ მოდული − ხელშეკრულების (გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში − CMR).“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სულ მცირე, 1 ახალი მიმართულების დამატება, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და რომლის რეგულარული შესრულების დაწყების შემთხვევაში არ გასულა 6 თვე.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) I კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე; ბ) II კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე; გ) III კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 400 000 (ოთხასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე; დ) IV კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში − არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე.“; გ) მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება თითოეულ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც შესაბამის აეროპორტში რეგულარულად არ შესრულებულა, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და რომლის რეგულარული შესრულების დაწყების შემთხვევაში არ გასულა 6 თვე; ბ) თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან 1-დან 3 წლამდე პერიოდში.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და რომლის რეგულარული შესრულების დაწყების შემთხვევაში არ გასულა 6 თვე.“. 3. მე-6 მუხლს მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. შემსყიდველი უფლებამოსილია, გააფორმოს ამ მუხლით გათვალისწინებული, ახალი პრიორიტეტული მიმართულების, ავიაკომპანიის ბაზირებისა და ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულებები, სტიმულირების პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პირველი რეგულარული ავიარეისის შესრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში და უზრუნველყოს სტიმულირების პროგრამით განსაზღვრული ანაზღაურება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.“. 4. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. წინამდებარე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებულ და მის ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე. 2. პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში. წინამდებარე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებულ და მის ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები