აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2026
სარეგისტრაციო კოდი
1-1/319
17/08/2026
ვებგვერდი, 19/08/2026
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

 

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/319

2026 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 11 ივნისის №01/1314 განცხადება – ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოსავლელი გზა) საავტომობილო გზის ლოტი 2-ის (წიწამური-ავჭალა) მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამშენებლო მონაკვეთი იწყება სოფელ წიწამურთან, მცირე ნაწილი მიუყვება არსებულ გზის დერეფანს, მცხეთის ჯვრის ზონაში სცილდება აღნიშნულ დერეფანს, შედის გვირაბში და მთავრდება თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 7კმ-ს შეადგენს. პროექტი წარმოადგენს საქართველოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციის პროგრამის შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოს მაგისტრალური გზების სისტემის გაუმჯობესება (მოდერნიზაცია, განვითარება და მშენებლობა), რაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის პოზიციონირების, ქვეყნის შიდა და მეზობელ ქვეყნებთან სატრანზიტო სატრანსპორტო მოძრაობის და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ლოტი 2 უერთდება ლოტ 1-ს არსებულ E-60 მონაკვეთზე, სოფელ წიწამურთან ახლოს. ლოტები დაპროექტებულია ისე, რომ აშენდეს დამოუკიდებლად, სატრანსპორტო მოძრაობის ფუნქციონირების შეზღუდვის გარეშე. არსებული E-60 ამჟამად წარმოადგენს ორმხრივ მაგისტრალს 2+2 ზოლით და ცენტრალურ გამყოფ ზონას ბეტონის ბარიერებით. არსებული E-60 განახლდება 3+3 ზოლიან მაგისტრალად. ახალი ტრასა უნდა გამოეყოს არსებულ E-60-ს, რომელიც პირდაპირ შედის თბილისის ურბანულ ტერიტორიაზე და გაგრძელდეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ლოტი 2 ფაქტობრივად იყოფა სამ ნაწილად. 1. არსებული E-60-ის განახლება და ახალი წიწამურის სატრანსპორტო კვანძი, 2. გვირაბი წიწამურსა და ავჭალას შორის, 3. მიერთება უფუნქციო რკინიგზასთან. ლოტი 2-ის პირველი მონაკვეთი გადაკვეთავს არსებულ E-60-ს: თითოეულ მიმართულებაზე არსებული 2+2 ზოლი უნდა განახლდეს 3+3 ზოლამდე, ძირითადად იმავე ტრასის დაცვით. ლოტი 2 იწყება ლოტი 1-ის ბოლო მონაკვეთის გაგრძელებით, არსებულ E-60-ზე, პატარა მდინარის – არაგვის ერთ-ერთი სეზონური შენაკადის ხიდთან. მეორე მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.3 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს. მესამე მონაკვეთი მოიცავს მიერთებას უფუნქციო რკინიგზის კორიდორთან. ტრასა უერთდება რკინიგზას (უფუნქციო) ავჭალის ტერიტორიაზე. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის ეფექტიანობის, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების ზრდას.

პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოქალაქეების ჯუმბერ სარდლიშვილის (დაბ. 13/12/2008) (პ/ნ: 01354003045), ბექა სარდლიშვილის (დაბ. 05/02/2010) (პ/ნ: 01954008588), ტატო სარდლიშვილის (დაბ. 24/03/2012) (პ/ნ: 01850015225), თეკლა სარდლიშვილისა (დაბ. 10/01/2014) (პ/ნ: 01250049056) და გიორგი გელოვანის (დაბ. 19/10/2007) (პ/ნ: 01724098237) თანასაკუთრებაში არსებული, მცხეთაში, საგურამოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 72.06.11.000.315) ნაწილის – 6 890 კვ.მ-ის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ ,,ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოსავლელი გზა) საავტომობილო გზის ლოტი 2-ის (წიწამური-ავჭალა) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, მცხეთაში, საგურამოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №72.06.11.000.315) თანამესაკუთრეები არიან: ჯუმბერ სარდლიშვილი (დაბ. 13/12/2008) (პ/ნ: 01354003045), ბექა სარდლიშვილი (დაბ. 05/02/2010) (პ/ნ: 01954008588), ტატო სარდლიშვილი (დაბ. 24/03/2012) (პ/ნ: 01850015225), თეკლა სარდლიშვილი (დაბ. 10/01/2014) (პ/ნ: 01250049056) და გიორგი გელოვანი (დაბ. 19/10/2007) (პ/ნ: 01724098237).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა მცხეთაში, საგურამოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 72.06.11.000.315) ნაწილი – 6 890 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმის  საფუძველზე,   

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოსავლელი გზა) საავტომობილო გზის ლოტი 2 (წიწამური-ავჭალა) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.

2. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.

3. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ ჯუმბერ სარდლიშვილის (დაბ. 13/12/2008) (პ/ნ: 01354003045), ბექა სარდლიშვილის (დაბ. 05/02/2010) (პ/ნ: 01954008588), ტატო სარდლიშვილის (დაბ. 24/03/2012) (პ/ნ: 01850015225), თეკლა სარდლიშვილის (დაბ. 10/01/2014) (პ/ნ: 01250049056) და გიორგი გელოვანის (დაბ. 19/10/2007) (პ/ნ: 01724098237) თანასაკუთრებაში არსებულ მცხეთაში, საგურამოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 72.06.11.000.315) ნაწილზე – 6 890 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო ენუქიძე