აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2026
სარეგისტრაციო კოდი
1-1/320
17/08/2026
ვებგვერდი, 19/08/2026
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/320

2026 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2026 წლის 11 მარტის №1157/09 და 13 მარტის №1214/09 განცხადებები – 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

„გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში” ხორციელდება 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების ,აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტი. პროექტი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პროექტების დეპარტამენტის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტების განყოფილების მიერ შესრულებული საპროექტო სამუშაოების საფუძველზე მომზადდა. ამასთან, პროექტი დამუშავდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნოლოგიური პროექტირების ნორმების, „35-750 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობის წესების და სხვა ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდა ქვესადგურ „ზესტაფონი 500“-დან არსებულ №24 ანძამდე 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „აჯამეთი 2“-ის გაორჯაჭვიანება და №32 საყრდენიდან ქვესადგურ „ქუთაისი 220“-მდე არსებული 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „აჯამეთი 1“-ის გაორჯაჭვიანება. გაორჯაჭვიანების შემდგომ „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ახალ ჯაჭვს დაერქვა „აჯამეთი 3“. პროექტი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს რეგიონში ელექტრომომარაგების გაზრდას და ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას.

პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე კობა ლილუაშვილის (პ/ნ 18001011871) საკუთრებაში არსებული 7200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №32.01.36.343) ნაწილი – 22 კვ.მ  მიწის ნაკვეთი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე თამაზ სამხარაძის (პ/ნ 01008023585) საკუთრებაში არსებული 116 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №32.01.36.054) ნაწილი – 51 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ამასთან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ „ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი, ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტი (დასკვნით ეტაპზეა).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე 7 200 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №32.01.36.343) მესაკუთრეა კობა ლილუაშვილი (პ/ნ 18001011871).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე 7200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №32.01.36.343) ნაწილი – 22 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე 116568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №32.01.36.054) მესაკუთრეა თამაზ სამხარაძე (პ/ნ 01008023585).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე 116 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №32.01.36.054) ნაწილი – 51 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ მოხერხდა კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა და, შესაბამისად, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ის და აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (განმცხადებელი) განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.

3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს უფლებამოსილება, პროექტის არეალში მოქცეულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე კობა ლილუაშვილის (პ/ნ 18001011871) საკუთრებაში არსებულ 7200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №32.01.36.343) ნაწილზე – 22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე თამაზ სამხარაძის (პ/ნ 01008023585) საკუთრებაში არსებულ 116 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №32.01.36.054) ნაწილზე – 51 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ენუქიძე