„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის N13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის N13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46-ძ/ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2026
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016157
46-ძ/ს
17/08/2026
ვებგვერდი, 20/08/2026
040110000.33.062.016157
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის N13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის

ბრძანება №46-ძ/ს

2026 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის №13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის №13-ძ/ს ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 05/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016151) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების სოციალური ვაუჩერის ფორმა დანართი №1.2.-ის შესაბამისად“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დეპარტამენტ(ებ)ი – სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტები: აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტი; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი; ზემო აფხაზეთის დეპარტამენტი;“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ფიზიკური პირი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება;“.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ფიზიკური პირი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

10. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

11. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 08 04)

ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ დევნილი/დევნილი ოჯახის/ბინათმესაკუთრე ამხანაგობის სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას, რომელთა საცხოვრებელში არ განხორციელებულა სახელმწიფოს მიერ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ამ წესის მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის „გ.ა“ქვეპუნქტის შემთხვევაში განსაზღვრულია არაუმეტეს 1000 ლარისა, „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – არაუმეტეს 5000 ლარისა, ხოლო „გ.გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში არაუმეტეს 3000 ლარისა;

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარია:

გ.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში ან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში („სოფლად სახლის“ პროგრამა) შეძენილ ფართში და ამასთან არის:

გ.ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

გ.ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

გ.ა.გ) ომის ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

გ.ა.დ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

გ.ბ) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ობიექტის საერთო სარგებლობის ფართის გარემონტებისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მიზნით;

გ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, რომელსაც უბედური შემთხვევის ან სტიქიური უბედურების დროს დაუზიანდა საცხოვრებელი ფართი;

დ) ქვეპროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

დ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლი/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი/იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ.ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მითითებული სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ.გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის საბანკო რეკვიზიტი;

დ.დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობა იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემისათვის დახმარების მიზნით მიმართვის შესახებ;

დ.ე) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების ჩამონათვალი და მინიმუმ ორი კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი ანალოგიური სამშენებლო მასალისა და მოცულობის მითითებით (საგამონაკლისო წესით კომისიის მიერ დაიშვება ერთი ინვოისი რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარების მიმართ);

ე) ქვეპროგრამის მიზნებისათვის ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება ურთიერთვალდებულების შესახებ, რომელშიც განისაზღვრება შესყიდული მასალის მიზნობრიობით გამოყენების ვადა;

ვ) ქვეპროგრამის ბიუჯეტია 90000 ლარი;

ზ) ქვეპროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულებული სარემონტო სახის სამუშაოების რაოდენობა (90 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით;

თ) ქვეპროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით;

ი) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

12. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

13. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი: 08 03).

1. პროგრამა ითვალისწინებს ორ ქვეპროგრამას:

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების ერთჯერადი შესყიდვის ვაუჩერის წესით დაფინანსებას:

ა.ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები, ერთ ბავშვს – ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ტყუპები – თითოეულს ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – ბავშვი – დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია – დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია – დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს, სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი – დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს, სადაც ბავშვი ან/და მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირია – დამატებით ერთი ვაუჩერი.

ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის (ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი) ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ რამდენიმე კატეგორიას, ოჯახისათვის გასაცემი ვაუჩერის რაოდენობას განსაზღვრავს კომისია. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სხვა ინფორმაციაც.

3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია კატეგორიების მიხედვით:

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის ვაუჩერის წესით დაფინანსება – ერთი ვაუჩერის (310 ლარის ოდენობის) მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

ა.დ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.ე) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი);

ა.ვ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე;

ა.თ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის – ბავშვის შესახებ;

ა.ი) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მშობლის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ;

ა.კ) არსებობის შემთხვევაში – ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.ლ) არსებობის შემთხვევაში – სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.მ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ა.ნ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების შესახებ (ფორმა №100).

ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი 250 ლარის დახმარების მიღების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

ბ.გ) ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან იმის შესახებ, რომ ცნობის წარდგენის თარიღამდე უკანასკნელი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;

ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;

ბ.ე) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

4. პროგრამის ბიუჯეტია 13806,59 ლარი.

5. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა (12 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით.

6. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

7. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

14. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

15. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

16. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

17. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.“.

18. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკითხის განხილვა ხორციელდება კომისიაზე წარდგენილი დოკუმენტების, სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს – სსიპ –სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, აღნიშნული უწყებების მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ ბაზებში დაცული ინფორმაციის (მონაცემების) ინდივიდუალური ან/და ჯგუფური დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ასევე, წარმოდგენილი პროექტის შესწავლის, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შევსებული ფორმებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული სხვა მონაცემების შეფასების საფუძველზე ინდივიდუალურად, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმებისა და წარმოდგენილი პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.“.

19. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი სახის ვაუჩერის ფორმა:

დანართი №1.2

 

სსიპ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების

სოციალური ვაუჩერი N---

 

ბენეფიციარის სახელი, გვარი

 

პირადი ნომერი

 

დაბადების თარიღი/თვე/წელი

 

ფაქტობრივი მისამართი

 

ვაუჩერის გაცემის თარიღი

 

ვაუჩერის მოქმედების ვადა

 

პროგრამით გათვალიწინებული დაფინანსების ოდენობა

 

 

გავეცანი პირობებს და მივიღე ვაუჩერი (ბენეფიციარი/კანონიერი წარმომადგენელი)

 

ხელმოწერა ---------------------------------

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია