„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.017017
2-377
27/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
040030000.22.023.017017
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-377

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის  2023  წლის  29  დეკემბრის  №2-978  ბრძანებაში  (ვებგვერდი, 29/12/2023; სარეგისტრაციო კოდი:  040030000.22.023.016847) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ32) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ან/და მცენარეების, აგრეთვე სოკოების (ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ან მის გარეშე, არამანიპულაციური ქმედებების განხორციელება) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობების გაცემა.“.

2.  მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ც2“ ქვეპუნქტი:

„ც2) 2027 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების, ასევე ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა და შეთანხმება, აგრეთვე წყალსარგებლობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის წარმოება.“.

4. მე-14 მუხლის „ „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მცენარეებისა და სოკოების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე (მათ შორის, დროებით ამოღებაზე) და არამანიპულაციური  ქმედებების  განხორციელებაზე  თანხმობის  გაცემის  მიზნით წარდგენილი განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადება.“.

მუხლი 2
დებულების მე-14 მუხლის „ც1“ და 162 მუხლის „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 სექტემბრამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი