„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 19/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 19/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.123
  • Word
14
19/03/2007
სსმ, 36, 19/03/2007
110.060.010.39.036.010.123
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გენერალური პროკურორი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  110.060.010.39.036.010.123

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №14

2007 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის    №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკუ­რატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურა­ტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქ­ტომბრის №6 ბრძანებით (სსმ III, №119, 2004 წ., მუხ. 1032) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იმავდროულად არის გენერალური პროკურო­რის პირველი მოადგილე.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლი­ციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერა­ტიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“.

3. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლი­ციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერა­ტიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცა­ნებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექ­ციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლი­ციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წი­ნააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორ­ციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართვე­ლოს მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამ­ხედ­ველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერა­ლუ­რი ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატ­რუ­ლო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამარ­თლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელო­ბის დეპარტამენტის ამოცანებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამ­სახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენე­რა­ლური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებისა), აგ­რეთ­ვე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ტერიტორიულ დანაყოფებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამო­ძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორ­ციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერა­ლური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების), აგ­რეთ­­ვე რაიონული პროკურატურების მიერ გამოძი­ე­ბულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინ­სტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

ზ. ადეიშვილი