„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.025939
390
17/08/2026
ვებგვერდი, 18/08/2026
420000000.10.003.025939
„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2026 წლის 17 აგვისტო

   ქ. თბილისი

„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №321 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2023, 420000000.10.003.024154) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარაპლანით ფრენის რეგულირების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების და პარაპლანის ვარგისიანობის დადგენის განმახორციელებელ პირად, 2027 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, განისაზღვროს ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია (ს/ნ: 401953212).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე