„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010100000.22.027.017713
1231
15/08/2026
ვებგვერდი, 17/08/2026
010100000.22.027.017713
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1231

2026 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.04.2026, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.22.027.017685) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, ხარჯთაღრიცხვას, შესყიდვების გეგმას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიასა და ოდენობას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ცენტრს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უშუალოდ ექვემდებარება ცენტრის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კომპეტენციის ფარგლებში წარმართვა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის წინასწარი ინფორმირება ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ;“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, ცენტრის ადამიანური რესურსების მართვა, აგრეთვე, საქმისწარმოების, ანალიტიკური, პროტოკოლური და საარქივო საქმიანობის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცენტრთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის:

ა.ა) ცენტრის ხელმძღვანელობისა და სხვა თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ა.ბ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) პროექტების მომზადება;

ა.გ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი პოზიციის მომზადება;

ა.დ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით იმ საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, რომლებიც ამ დებულების მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის შიდა კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება;

ა.ე) სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ა.ვ) ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომის მდივნის ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;

გ) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის:

გ.ა) ცენტრში არსებული ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;

გ.ბ) ცენტრში სტაჟიორების შერჩევის, მიღებისა და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

გ.გ) ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სამსახურებრივი მივლინების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ცენტრის თანამშრომლებთან ადმინისტრაციული, შრომითი და სტაჟირების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

გ.დ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;

გ.ე) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;

გ.ვ) ცენტრის ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

გ.ზ) ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება;

გ.თ) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასთან, აგრეთვე პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

გ.ი) პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;

გ.კ) ცენტრის თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

დ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დაწესებულებისთვის განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

ე) ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

ვ) ცენტრის საარქივო საქმიანობის განხორციელება. ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის ანალიტიკური საქმიანობა, მათ შორის:

ზ.ა) სამართლებრივი კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება, ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ზ.ბ) არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სფეროს მომწესრიგებელი ცალკეული მიმართულებების  თაობაზე შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება, პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ზ.გ) არასრულწლოვანის რეაბილიტაციასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის კვლევა;

ზ.დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის უფლებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;

ზ.ე) უფლებამოსილების ფარგლებში სტატისტიკის წარმოება;

თ) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის წარმართვა, მათ შორის:

თ.ა) პრესრელიზებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება, რედაქტირება და გავრცელება;

თ.ბ) ცენტრის ვებგვერდის მართვა, ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

თ.გ) საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

ი) ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ცენტრის პროტოკოლური საქმიანობის უზრუნველყოფა;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ლ) ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო დაწესებულებებთან, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან საქმიანობის კოორდინაცია;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ნ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ო) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

პ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ვ“ და „ი“−„ლ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

4. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმიანობას ახორციელებენ ანალიტიკოსი, სტატისტიკის სპეციალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს ან მის მოადგილეს. ანალიტიკოსი და სტატისტიკის სპეციალისტი შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა, ცენტრის ლოჯისტიკური და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) ცენტრის ტერიტორიასა და შენობა-ნაგებობაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დეპარტამენტში საქმიანობას ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს ან მის მოადგილეს. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტითა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში „ფ“–„ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ცენტრის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმების/მონიტორინგის, ცენტრის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა და სახლის უსაფრთხოების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტს:

ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) სახლის ტერიტორიისა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი;

2) სახლში შემსვლელი და სახლიდან გამსვლელი ცენტრის თანამშრომელთა და გარეშე პირების შემოწმება;“;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) უფლებამოსილების ფარგლებში სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ მოვალეობების, მათ შორის, სახლის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, სათანადოდ შესრულებაზე კონტროლის ხელშეწყობა;“.

7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახლში არასრულწლოვანთა, ცენტრის თანამშრომელთა და სტუმართა, აგრეთვე სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“.

8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს სახლის თანამშრომლების მიერ სახლის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას;“.

9. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტის, სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შიდა კონტროლის სამსახურის უფროსებს, აგრეთვე სახლის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს ცენტრის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია