დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 23/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.040.18.011.010.121 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.010.121
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №69
2007 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მიმოქცევაში ახალი ემისიის 50 თეთრის, 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალების მონეტების შემოღებასთან დაკავშირებით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესებში“ (სსმ III, 04.04.2006, №45, მუხლი 506) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. მონეტების დახარისხება ხდება ღირებულებათა მიხედვით სრულ და არასრულ ტომრებად (ან სპეციალურ პაკეტებად). ერთ ტომარაში (პაკეტში) მოთავსებული ფულის მაქსიმალური თანხა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 1 თეთრი – 20 ლარი, 2 თეთრი – 30 ლარი, 5 თეთრი – 50 ლარი, 10 თეთრი – 100 ლარი, 20 თეთრი – 160 ლარი, 50 თეთრი – 250 (ან 500) ლარი, 1 ლარი – 500 ლარი, 2 ლარი – 1000 ლარი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები