დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 14/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.70.082.016205 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016053) განსაზღვრული საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17 1. სტაჟიორი, მისი თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს პროკურატურის სხვა ორგანოში ან სტრუქტურულ დანაყოფში. 2. სტაჟიორს, მისი თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, საპროკურორო უფლებამოსილება შეიძლება შეეცვალოს საგამოძიებო უფლებამოსილებით ან პირიქით, საგამოძიებო უფლებამოსილება – საპროკურორო უფლებამოსილებით პროკურატურის იმავე ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში ან პროკურატურის სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში გადაყვანის შემდეგ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტაჟიორს განესაზღვრება ახალი სამუშაოს აღწერილობა პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები