ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი გეოგრაფიული ობიექტისათვის - ქუჩისათვის - სასულიერო და საზოგადო მოღვაწის იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი გეოგრაფიული ობიექტისათვის - ქუჩისათვის - სასულიერო და საზოგადო მოღვაწის იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35262262
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016076
გ-35. 35262262
14/08/2026
ვებგვერდი, 18/08/2026
000000000.00.153.016076
ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი გეოგრაფიული ობიექტისათვის - ქუჩისათვის - სასულიერო და საზოგადო მოღვაწის იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

    გ  ა  ნ  კ  ა  რ  გ  უ  ლ  ე  ბ  ა №გ-35.35262262

2026 წლის 14 აგვისტო

    ქ. მცხეთა

      ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი  გეოგრაფიული ობიექტისათვის    ქუჩისათვის    სასულიერო და საზოგადო მოღვაწის   იოანე ზედაზნელის  სახელის მინიჭების   შესახებ

 საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის  ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის   №239 დადგენილების  მე-2 მუხლის მე-2 მუხლის  ,,ა“, „გ“ და ,,დ1“ პუნქტების, მე-4 მუხლის „ე“  პუნქტის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №53 სხდომის ოქმის ამონაწერი)   საფუძველზე,

1. ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ გეოგრაფიულ ობიექტს  ე.წ „სამხედროს ქუჩის“ ნაწილს (გარკვეული არეალი), ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეეცვალოს სახელწოდება და მიენიჭოს სასულიერო და საზოგადო მოღვაწის   „იოანე ზედაზნელის“  ქუჩის  სახელი (თანდართული რუკის შესაბამისად).

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში  გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                     გიორგი ელოშვილი