დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-4 ქუჩისათვის - „ამაღლების ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-35. 35262264 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.153.016074 |
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის - მე-4 ქუჩისათვის – „ამაღლების ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №53 სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს - მე-4 ქუჩას მიენიჭოს სახელი – „ამაღლების ქუჩა“ (თანდართული რუკის შესაბამისად). 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები