„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 41/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016869
41/2026
14/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
010240000.15.008.016869
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №41/2026

2026 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016440) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

„ი) პარტიის წარმომადგენელი საკრებულოს შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის რიგგარეშე არჩევნების დროს, შესაბამისი საერთო არჩევნების დროს მინიჭებული რიგითი ნომრის შესანარჩუნებლად, განცხადებას წარუდგენს ცესკოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა;

კ) პარტიებისთვის, რომლებიც საკრებულოს შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის რიგგარეშე არჩევნების დროს, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დადგენილ ვადებში მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს, რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 45-ე დღისა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი