დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/2026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 14/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.15.008.016868 |
40/2026
14/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
010250000.15.008.016868
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5” ქვეპუნქტის, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი თანხები ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. |
| მუხლი 3 |
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში. |
| მუხლი 4 |
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გასწიონ არაუმეტეს საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა. |
| მუხლი 5 |
დაევალოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები