დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-318 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016396 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში (ვებ-გვერდი, 29/12/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-9 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წინასწარ უნდა აცნობონ მინისტრს. 2. საზღვარგარეთ გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში მყოფი, აგრეთვე ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას, წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წინასწარ აცნობოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „3. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ინფორმაცია წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წინასწარ უნდა ეცნობოს სამინისტროს შიდა აუდიტისა და დიპლომატიური სამსახურის უსაფრთხოების დეპარტამენტებს.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები