„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 14/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016051
19
14/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
300200000.48.065.016051
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება  №19

2026 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონის 8​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111214001, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 300200000.48.065.016003) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. 41 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეალური და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული დაწესებულება საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 2 თვის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება განმცხადებლისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქპატენტი იხსნის ვალდებულებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისთვის გაგზავნის თაობაზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის სრულ სახელს/სახელწოდებას (საერთაშორისო კოდი 71); თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – მის გვარს, სახელს, პირად ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მის სამართლებრივ ფორმას, სრულ სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) განმცხადებლის მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით, რომლის მოქალაქეც არის ან სადაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეალური და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული დაწესებულება.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი საქპატენტში განაცხადის შეტანისთანავე ან შეტანიდან ორი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არსობრივი ექსპერტიზის დასრულებისა. ამასთან, უნდა გადაიხადოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური. განაცხადის წარდგენისას დაცული უნდა იყოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვადა.“.

4. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი 131. პრიორიტეტის უფლების აღდგენა

1. პრიორიტეტის უფლების აღდგენის მოთხოვნა საქპატენტს წარედგინება კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. პრიორიტეტის უფლების აღდგენის მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია არსობრივი ექსპერტიზის დასრულებამდე.

2. პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენის ვადის დაგვიანების მიზეზი და თან უნდა ერთოდეს ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის მიერ.

3. პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის გადაიხდება კანონმდებლობით დადგენილი საფასური. საფასურის გადახდა დასაშვებია პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა დარჩება განუხილველი.

4. თუ პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება ვადა არაუმეტეს 10 დღისა.

5. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. თუ პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არსებობს პრიორიტეტის უფლების აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი განმცხადებელს განუსაზღვრავს 10 დღეს საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში განმცხადებლის მიერ მოსაზრებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში საქპატენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

8. საქპატენტი პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში.

9. პრიორიტეტის აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური უნდა გადაიხადოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება საქპატენტში შეტანის თარიღით.

10. პრიორიტეტის აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში პრიორიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.“.

5. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნილია პრიორიტეტის უფლების აღდგენა ან, ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი, დასაშვებია პრიორიტეტის თარიღის შესწორება და ასახვა არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილებაში.“.

6. მე-19 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს გამოქვეყნების გადადება და მოითხოვოს დიზაინის გამოქვეყნება.

8. თუ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად წარდგენილია პროდუქტის ნიმუში, განმცხადებელი ვალდებულია, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვამდე ან გამოქვეყნების გადადების გაუქმების მოთხოვნისთანავე წარადგინოს დიზაინის გამოსახულება ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.“.

7. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცვლილებები ან/და შესწორებები, რომლებიც ეხება დიზაინის გამოსახულებას, პროდუქტის დასახელებას ან/და აღწერილობას, დასაშვებია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები.“.

8. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი, მე-2, 21 და მე-3 პუნქტები შეიძლება ეხებოდეს განაცხადში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.“.

9. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. საქპატენტს, კანონის 281 მუხლის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების აღდგენის შესახებ ინფორმაცია შეაქვს საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში და აქვეყნებს ბიულეტენში.“.

10. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენა ვადის დაუცველობის/დარღვევის შემთხვევაში

1. დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა საქპატენტს წარედგინება კანონის 281 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

2. დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დადგენილი ვადის დაუცველობის/დარღვევის მიზეზი და მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა ხელმოწერილი უნდა იყოს დიზაინის მფლობელის მიერ.

3. დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენისთვის გადაიხდება კანონმდებლობით დადგენილი საფასური. საფასურის გადახდა დასაშვებია დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა დარჩება განუხილველი.

4. თუ დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება ვადა არაუმეტეს 10 დღისა.

5. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის განუხილველად დატოვების თაობაზე.

6. თუ დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არსებობს დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი განმცხადებელს განუსაზღვრავს 10 დღეს საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში განმცხადებლის მიერ მოსაზრებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში საქპატენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

8. საქპატენტი დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას იღებს დიზაინის მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში.

9. საქპატენტს გადაწყვეტილება რეგისტრაციის მოქმედების აღდგენის შესახებ შეაქვს საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში და აქვეყნებს ბიულეტენში.“.

11. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქპატენტის თავმჯდომარე, განმცხადებლის მიერ ამ ინსტრუქციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ბრძანებით ქმნის საექსპერტო კოლეგიას (შემდგომ – კოლეგია) ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად.“.

12. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას საქპატენტი განსახილველად მიღებისთანავე უგზავნის დიზაინის მფლობელს და წერილობითი შეპასუხებისთვის განუსაზღვრავს განცხადების ჩაბარებიდან 2-კვირიან ვადას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე