ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017091
421
07/08/2026
ვებგვერდი, 17/08/2026
000000000.00.101.017091
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №421

2026 წლის 7 აგვისტო

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში, ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე