ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის და აკაციის ქუჩებთან არსებული უსახელო ჩიხების სახელდების და მაგნოლიის II, III და IV შესახვევების გაგრძელების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის და აკაციის ქუჩებთან არსებული უსახელო ჩიხების სახელდების და მაგნოლიის II, III და IV შესახვევების გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017088
419
07/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
000000000.00.101.017088
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის და აკაციის ქუჩებთან არსებული უსახელო ჩიხების სახელდების და მაგნოლიის II, III და IV შესახვევების გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №419

2026 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის და აკაციის ქუჩებთან არსებული უსახელო ჩიხების სახელდების და მაგნოლიის II, III და IV შესახვევების გაგრძელების შესახებ


 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს ლისის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. საბურთალოს რაიონში, აკაციის ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო ჩიხს მიენიჭოს აკაციის I და II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. საბურთალოს რაიონში გაგრძელდეს მაგნოლიის II, III და IV შესახვევები, თანდართული რუკის თანახმად.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე     ზურაბ აბაშიძე