ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017086
417
07/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
000000000.00.101.017086
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №417

2026 წლის 7 აგვისტო

 ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისათვის საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე     ზურაბ აბაშიძე