,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 14/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.22.027.010.113
  • Word
75
14/03/2007
სსმ, 34, 14/03/2007
010.120.000.22.027.010.113
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.22.027.010.113

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 75

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საფუძვლიანად შეისწავლონ წარდგენილი განცხადება-ანკეტა და დოკუმენტები (საბუთები) მათში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადგენის მიზნით. ამ ინსტრუქციის 281 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტების (საბუთების) კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა ასეთი დოკუმენტის სერია და ნომერი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული.“.

2. მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის წერილობითი გადაწყვეტილებით გადავადდება არა უმეტეს 5 დღის ვადით, რის შესახებაც დაუყონებლივ ეცნობება განმცხადებელს;“.

3. მე-5 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) პირზე გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებად მიიჩნევა დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები.“.

5. მე-5 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი პირველად იღებს პირადობის მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი მოწმობა (საბუთი), პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა, პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, წერილობით უნდა დაადასტუროს სრულწლოვანმა პირმა. პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ ამგვარი დადასტურება შეიძლება განახორციელოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღების მსურველი პირის მშობელმა, შვილმა, ბებიამ, პაპამ, დამ, ძმამ, მეურვემ, მზრუნველმა, საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა (რწმუნებულმა) ან უბნის ინსპექტორმა. საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რწმუნებული და უბნის ინსპექტორი დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით.“

6. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თუ პირს არ გააჩნია დაბადების მოწმობა ან/და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, მას შეუძლია პირადობის მოწმობის ასაღებად წარადგინოს დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემული ცნობა. პირის მიერ ასეთი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ შეკრიბოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.“.

7. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერიტორიული სამსახურები პირს რეგისტრაციაში გაატარებენ ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემენ (შეცვლიან) კანონმდებლობით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“.

8. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეოთხე პუნქტი.

9. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.“.

10. 22-ე მუხლის მეთერთმეტე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარდგენილი საბუთების ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეინიშნება მათი მონაცემების გადაკეთების, ფოტოსურათის შეცვლის ან გაყალბების მცდელობის სხვა ნიშნები.“;

11. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საფუძვლიანად შეისწავლონ წარდგენილი განცხადება-ანკეტა და დოკუმენტები (საბუთები) მათში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტო-სურათების შეცვლის დადგენის მიზნით. ამ ინსტრუქციის 281 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტების (საბუთების) კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა ასეთი დოკუმენტის სერია და ნომერი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული.“;

12. 23-ე მუხლის პირველი პუნტიდან ამოღებული იქნას „დ.ბ“ ქვეპუნქტი ხოლო „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) ხომ არ იძებნება იგი სამართალდამცავი ორგანოების მიერ;“.

13. 23-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პასპორტის გაცემაზე განმცხადებელს უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

ბ) პასპორტის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები.“.

14. 23-ე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტერიტორიული სამსახურები პასპორტს (სამგზავრო პასპორტს) გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო სხვა სახელმწიფოში – საქართველოს დიპლომატიური წარ-მომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები 1 თვის ვადაში.“.

15. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტის) გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესები

    მუხლი 281.

საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორ-ტის) გაცემის შეჩერება და გაცემაზე უარის თქმა

1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტის) გაცემისას განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ტერიტორიული სამსახურის უფროსს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა წარუდ-გინოს მოხსენებითი ბარათი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურის უფროსს უფლება აქვს დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეაჩეროს საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტის) გაცემა არა უმეტეს 10 დღისა, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.

3. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტის) ასაღებად წარდგენილ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელი მასალები შესაბამისი წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საგამოძიებო ორგანოს, რის შესახებაც უნდა აცნობოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურს დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია გასცეს აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.

5. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულნი არიან შეაჩერონ საქმისწარმოება და გაყალბების ნიშნების მქონე დოკუმენტები შესაბამისი მიმართვით გადაუგზავნონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან გასცენ აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე