„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017501
67
14/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
120000000.22.026.017501
„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №67

2026 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017278) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დასაწინაურებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურე ინიშნება მისთვის შეთავაზებული, მისანიჭებელი სამხედრო წოდების შესაბამისი, არაუმეტეს სამი თანამდებობიდან ერთ-ერთზე, წოდებრივი დაწინაურების დეტალური სამოქმედო პროცედურებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ვერ/არ შეარჩევს შეთავაზებული თანამდებობიდან ერთ-ერთს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით დაწინაურების პროცესი შეწყდება ან იგი ინიშნება შეთავაზებული თანამდებობიდან ერთ-ერთზე, თანამდებობის შემთავაზებლის გადაწყვეტილებით. დაწინაურების პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის საკითხი ხელახლა განიხილება მომდევნო წლის ცენტრალიზებული დაწინაურების პროცესში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი