დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N15 ქუჩისთვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-65. 65262245 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.121.016029 |
|
ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს №15 ქუჩისთვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 14 ივლისის სხდომის ოქმი №53-დან ამონაწერის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს №15 ქუჩას მიენიჭოს ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელი (რუკა თან ერთვის). 2. ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს №15 ქუჩის I შესახვევს ეწოდოს „ნიკოლოზ აგიაშვილის ქუჩის I შესახვევი“. 3. ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს №15 ქუჩის ჩიხებს ეწოდოს ნიკოლოზ აგიაშვილის ქუჩის ჩიხები. 4. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და ვანის მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის. 5. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზებში ცვლილებების შეტანის მიზნით. 6. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება. 7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები