„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 12/08/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016412
167
12/08/2026
ვებგვერდი, 17/08/2026
310150000.54.066.016412
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №167

2026 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 19/11/2020, 310150000.54.066.016205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ტექნიკური პერსონალი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით უშუალოდ დაკავშირებულია საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვასთან, უნდა ფლობდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 8 ივლისის №168 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად  გაცემულ  მოწმობას“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში“.

2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

„შ) საწვავ-გასამართი სტაციონარული სადგური/მოდული – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სტაციონარული მოწყობილობა/აღჭურვილობა, რომელიც იძლევა შერჩეულ ლოკაციაზე (საფრენ მოედანზე) საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდების გამართვის შესაძლებლობას;

ჩ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი,  რომლის ფუნქციონირების დარღვევამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას;

ც) ანკეტური მონაცემების შემოწმება – კვლევა, რომელიც ითვალისწინებს პირის   შესაძლო კრიმინალური წარსულის გამოვლენას და სხვა პირადი მონაცემების დადგენას/იდენტიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ძ) პიტ-კლინერ(ებ)ი – სპეციალიზებული მანქანა ან მისაბმელი, რომელიც გამოიყენება აეროპორტებში მიწისქვეშა საწვავის ჰიდრანტების გასაწმენდად, გასარეცხად, რაც უზრუნველყოფს საწვავის მაქსიმალურ ხარისხს და სისტემის უსაფრთხოებას“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საწვავ-გასამართ საწარმოში საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის და საჰაერო ხომალდების გასამართად მოქმედი ტექნიკური მოწყობილობების ჩამონათვალი/ნუსხა (რკინიგზის ჩიხი, რეზერვუარ(ებ)ი, საწვავ-გამმართველი სატრანსპორტო საშუალებები, ჰიდრანტის სისტემა (არსებობის შემთხვევვაში), „დისპენსერ(ებ)ი“, „პიტ-კლინერ(ებ)ი“, საწვავ-გასამართი მობილური მოდულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)), საწარმოს ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის დეტალური ჩამონათვალი და მათი ფლობის დამადასტურებელი საბუთები ან სათანადო დოკუმენტ(ებ)ი“;

„თ) საწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა,  საქართველოს მთავრობის   2023 წლის 29 დეკემბრის  №556  დადგენილებით დამტკიცებული ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნების შესაბამისად;

ი) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი  პერსონალის და რისკის   შემფასებელი პირის კვალიფიკაციის და სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი“;

ბ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწვავ-გასამართი საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელმა პირმა შესაძლებელია განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის და რისკის  შემფასებელი პირის უფლება-მოვალეობები სააგენტოსთან შეთანხმებით, თუ იგი სააგენტოში წარმოადგენს შესაბამისი სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება (სერტიფიცირების II ეტაპი)

1. ამ წესის მე-5 მუხლში გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის დადებითად შეფასების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია), სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას. კომისია ახორციელებს საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის, აგრეთვე, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებას და შეფასებას იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს საწარმოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობაში. შემოწმების შედეგები აღირიცხება და ფორმდება  საწარმოს ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების, საექსპლუატაციო პროცედურებისა და საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სასერტიფიკაციო შემოწმების ოქმის სახით, ამ წესის №6 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

2. შემოწმებისას კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის თანახმად წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ საბუთებში ასახულ ინფორმაციას;                                                 

ბ) საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამართვის, საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის საკითხები, აგრეთვე, ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ, წარმოდგენილი საბუთებით გათვალისწინებულ მონაცემებს;

გ) საწარმოს ტექნიკური პერსონალი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, აგრეთვე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული წესების, ინსტრუქციების მოთხოვნებს;

დ) საწარმოში არსებობს ტექნიკური პერსონალის მომზადებისა და გადამზადების სისტემა (მომზადებისა და გადამზადების გრაფიკი, ამ გრაფიკის დაცვაზე ზედამხედველი პირი);

ე) საწარმოს საქმის წარმოება და ჩანაწერები, რომლებიც ეხება ტექნიკური პერსონალის საქმიანობას, ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციას, მომსახურებას და რემონტს, საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას, გაცემას, ხარისხის კონტროლს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვას, აგრეთვე, ამ ჩანაწერების სიზუსტე, დროულობა, სისტემატურობა და სისრულე ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) საწარმოს მიერ საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, ხარისხის კონტროლთან, აგრეთვე, ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე მიღებასთან, სტაჟირებასთან დაკავშირებული შიდა ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები შეესაბამება საქართველოს საჰაერო კოდექსის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ზ) საწარმო აკმაყოფილებს:

ზ.ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს;

ზ.ბ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს;

თ) სრულდება ამ წესის 61 მუხლით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების ღონისძიებები.

3. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში.

4. კომისიის ოქმი შეიცავს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები არ მოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურებასა და საავიაციო უშიშროებაზე;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც იქნა მიღებული უარყოფითი დასკვნა.

5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო საბუთი ან ინფორმაცია. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო საბუთის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისიას გამოაქვს უარყოფითი დასკვნა.

6. განმცხადებელს უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს. კომისია განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. საავიაციო უშიშროების ღონისძიებები

1. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:

ა) ახორციელებდეს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებს, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად;

ბ) ახორციელებდეს საკუთარი ობიექტებისა და საშუალებების დაცვის უზრუნველყოფას, საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) შემუშავებული და დანერგილი უნდა ჰქონდეს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოფდეს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებაზე კონტროლს;

დ) უზრუნველყოფდეს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადებას, ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კრიტიკული ინფორმაციის სისტემებისა და კიბერსაფრთხეებისაგან საკომუნიკაციო სისტემების დაცვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ახორციელებდეს ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებს, რისკის შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

2. პირველი და მეორე კატეგორიის  საწვავ-გასამართი საწარმოს, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  ობიექტის დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული  „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნების შესაბამისად.

3. საწარმოს უნდა ჰყავდეს „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024  წლის 12 მარტის №61 ბრძანების შესაბამისად მომზადებული პერსონალი.

4. საწარმოს დაცვის ღონისძიებები და საშუალებები განისაზღვრება არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკების შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგიც შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს.

5. საწარმომ, საწვავ-გასამართი მობილური მოდულის, მათ შორის, საწვავით გამმართველი ავტომანქანის დაცვის მიზნით, რომელიც არ მდებარეობს საწარმოს ან აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად ტერიტორიაზე, უნდა უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების პერსონალის გამოყოფა, დაცვითი ღონისძიებების შესასრულებლად.

6. სტაციონარული სადგურ/მოდულის გახსნა-დაკეტვის, მიღება-ჩაბარების აღრიცხვა უნდა ხდებოდეს დალუქვის დროის, თარიღის, კონკრეტული საავიაციო უშიშროების თანამშრომლის სახელი-გვარის მითითებით და ხელმოწერის დაფიქსირებით. ასევე, უნდა ხორციელდებოდეს ლუქების ნუმერაციის აღრიცხვიანობა.

7. პირველი  კატეგორიის  საწვავ-გასამართი საწარმო ვალდებულია საწარმოს  საქმიანობის  დაწყების, შეწყვეტის, დროებით შეჩერების და განახლების შესახებ 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ.  

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება საწვავ-გასამართ საწარმოს, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 

9. პირველი და მეორე კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმოები, რომლებიც არ იმყოფებიან აეროპორტის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, ვალდებული არიან თავისი საწვავ-გასამართი ავტომანქანები აღჭურვონ GPS სისტემებით, განახორციელონ საავიაციო უშიშროების დაცვითი ღონისძიებები, კერძოდ:

ა) საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვის დასრულებამდე, საწვავით გამმართველის ავტომანქანა დაცული უნდა იყოს  მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. საწარმომ უნდა უზრუნველყოს საწვავით გამმართველის ავტომანქანის გაცილება შესაბამისი კვალიფიკაციის და საავიაციო უშიშროების შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პერსონალით;

ბ) საწარმომ სარკინიგზო ცისტერნებით საავიაციო საწვავის მიღების პერიოდში უნდა გამოყოს საავიაციო უშიშროების პერსონალი (პირი), რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას და დაცვითი ღონისძიებების შესრულებას. იგივე ანალოგიური ზედამხედველობა შესაძლებელია განხორციელდეს ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩანაწერი სისტემების საშუალებით;

გ) მიღება-ჩაბარების ჟურნალში უნდა ჩაიწეროს საწვავის მიღების დაწყება-დამთავრების დრო, დაცვითი ღონისძიებების შემსრულებლის დაფიქსირებით“.

6. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სერტიფიკატი და მისი დანართი“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დანართი  სერტიფიკატის განუყოფელი ნაწილია და იგი უნდა მოიცავდეს საწვავ-გასამართ საწარმოში საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის და საჰაერო ხომალდების გასამართად მოქმედი ტექნიკური მოწყობილობების ჩამონათვალს/ნუსხას (რკინიგზის ჩიხი, რეზერვუარ(ებ)ი, საწვავით გამმართველი ავტომანქანა სატრანსპორტო საშუალებები, ჰიდრანტის სისტემა, ასეთის არსებობისას, „დისპენსერ(ებ)ი“, „პიტ-კლინერ(ებ)ი“, საწვავ-გასამართი მობილური და/ან სტაციონალური მოდულ(ებ)ი (ასეთის არსებობისას), საწარმოს ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის დეტალური ჩამონათვალი).

შენიშვნა: დანართში ასახული ჩამონათვალი/ნუსხა, შესაბამისობაში უნდა იყოს განმცხადებლის მიერ სასერტიფიკაციო განაცხადით განსაზღვრული მოქმედი ტექნიკური მოწყობილობების ინფორმაციასთან.

5. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სერტიფიკატის დანართს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება 6 არაბული ციფრისგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს რეგისტრაციის რიგით ნომერს, შემდეგი ორი – დანართის გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს, ასევე, შეტანილი ცვლილების ნომერი“.

7. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სერტიფიკატის და მისი დანართის ცვლილება“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მე-15 პუნქტები:

„7. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატის დანართი, საწარმო ვალდებულია, მოწყობილობების/აღჭურვილობის ახალი პირობებით ფუნქციონირებამდე, სააგენტოში წარადგინოს წერილობითი განცხადება სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის თაობაზე.

8. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

9. სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

10. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია.

11.  განცხადების და თანდართული საბუთების  შეფასებაზე ფორმდება დასკვნა. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს  მოწყობილობის/აღჭურვილობის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება.

შენიშვნა: სააგენტო ახორციელებს საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის, აგრეთვე, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებას და შეფასებას იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს საწარმოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობაში.

12. შემოწმების შედეგები ფორმდება ოქმის სახით, რომლის დასკვნა შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

შენიშვნა: დადებითი დასკვნა შესაძლებელია გამოტანილ იქნეს ისეთი ხარვეზების არსებობის დროს, რომელიც არ მოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურებაზე, რა დროსაც განმცხადებელს ეძლევა გამოსწორების ვადა.

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც იქნა მიღებული უარყოფითი დასკვნა.

13. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დოკუმენტაცია ან წერილობითი ინფორმაცია. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების  დოკუმენტის ან წერილობითი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიას გამოაქვს უარყოფითი დასკვნა.

14. სააგენტო ახორციელებს სერტიფიკატის დანართში ცვლილებას:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასერტიფიკაციო განაცხადში  გათვალისწინებულ საწვავ-გასამართ საწარმოში საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის და საჰაერო ხომალდების გასამართად მოქმედი ტექნიკური მოწყობილობების ჩამონათვალში მონაცემის (მოწყობილობების/აღჭურვილობის დამატების ან მისი გაუქმების) ცვლილების შემთხვევაში;

ბ) საწარმოს განცხადების ან ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და კონტროლის ფარგლებში, საჰაერო ხომალდების გასამართად მოქმედ ტექნიკურ მოწყობილობებზე გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაზღვრული უფლებების შეზღუდვისას (რაც უნდა აისახოს სერტიფიკატის დანართში), დანართი იცვლება.

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

15. სააგენტო, ცვლილებაშეტანილ დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში და ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს უწყებრივ რეესტრში, გამოცვლილ დანართს ენიჭება ახალი სარეგისტრაციო ნომერი, ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.“.

8. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის დაშვება საწარმოში, აგრეთვე, სააგენტოს მიერ განხორციელებული საინსპექციო შემოწმების პროცესში  შესაბამისი პასუხისმგებელი პირის უშუალო მონაწილეობა“.

9. მე-15 მუხლის:

ა) „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს საქმიანობა სერტიფიკატში და მის დანართში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად“;

„დ) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს საწარმოს საქმიანობით გამოწვეულ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ გამართვაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე“.

10. წესის №4 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი