„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016561
20
12/08/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
010250050.35.121.016561
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2026 წლის 12 აგვისტო

ქ. ვანი

 

,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,   ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №12 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 09.07.2026 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016553) დანართში  „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“

2. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; მერის უფლებამოსილების დელეგირება ხდება არა მხოლოდ მერიის თანამდებობის პირებსა და მოხელეებზე, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზეც კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“

3. დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე, ტექნიკური ან/და არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად. მათი უფლება-მოვალეობები და დანიშვნა-გათავისუფლება რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეშოთა გიორგაძე