უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 9 26 00001826
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი
REG 9 26 00001826
24/07/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №REG 9 26 00001826           

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 36-ე მუხლის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს სახელწოდების ცვლილება, კერძოდ: „შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 204483380; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №95)“ ნაცვლად დაფიქსირდეს „შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ს/ნ 204483380; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №95)“ და გაიცეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ახალი სალიცენზიო მოწმობა.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად;

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/კ 204483380) დირექტორის, ვეფხვია ოდიშარიას განცხადებები: №920562, 08.07.2026; №983802, 22.07.2026 და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                პაპუნა ცაავა