ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასზე“ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) გაუქმების შესახებ

ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასზე“ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 5 26 00001886
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი
REG 5 26 00001886
31/07/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასზე“ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 

ბრძანება №REG 5 26 00001886

2026 წლის 31 ივლისი 

ქ. თბილისი

 

ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასზე“ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასზე“ (ს/კ 405033501; ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი რუსთავი, მიკრორაიონი XX, №14 სახლის მიმდებარე ტერიტორია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 ოქტომბრის №02-2357/ო ბრძანება „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ და, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის“ (ს/კ 405033501; ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი რუსთავი, მიკრორაიონი XX, №14 სახლის მიმდებარე ტერიტორია) მიერ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება (ფილიალი).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის“ (ს/კ 405033501) დირექტორის უფლებამოსილი პირის – თამარ შარაშიძის მიერ წარმოდგენილი განცხადებები: №975370, 20.07.2026; №1010348, 28.07.2026; №1011100, 28.07.2026 და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                    ლეილა ქოჩიაშვილი