დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-317 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016395 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 480040000.22.030.016176; 10/04/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების:
|
ა)
მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. მოსამსახურისთვის დროებითი ფუნქციების განხორციელების დაკისრების შემთხვევაში, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ მოვალეობებს, მისი გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება, გარდა ამ ბრძანების 201 და 202 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
|
ბ)
201 პუნქტის შემდეგ დაემატოს 202 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„202. ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად დროებით/მუდმივად ასრულებს სხვა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის მოვალეობას/ფუნქციებს, ყოველთვიური გრძელვადიანი სამუშაო მივლინების გაანგარიშებისას, მოვალეობის შესრულების პერიოდში, თანამდებობრივი მაჩვენებელი განესაზღვროს ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის („საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“) მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები