დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/301 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016970 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (სსმ, www.matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ღ.ა) მძღოლის ბარათი – 1 ცალი – 250 ლარი; ღ.ბ) მაკონტროლებლის ბარათი: ღ.ბ.ა) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში პირველი 100 ცალი ბარათი – უფასო; ღ.ბ.ბ) ყოველი მომდევნო ბარათი – 1 ცალი – 300 ლარი; ღ.გ) სახელოსნოს ბარათი – 1 ცალი – 500 ლარი; ღ.დ) კომპანიის ბარათი – 1 ცალი – 300 ლარი; ღ.ე) ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მფლობელ მძღოლზე ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ გაიცემა მძღოლის ბარათი ამ პუნქტის „ღ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ;“; ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სატვირთო ტრანსპორტის მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: ყ.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 300 ლარი; ყ.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 800 ლარი.“; გ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი: „ყ1) სამგზავრო ტრანსპორტის მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: ყ1.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 200 ლარი; ყ1.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 500 ლარი;“; დ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) სატვირთო/სამგზავრო ტანსპორტის მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტესტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: შ.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 100 ლარი; შ.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 200 ლარი; შ.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო;“; ე) „ჩ.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ.გ) 5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 450 ლარი;“; ვ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალური მომზადებისთვის ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: წ.ა) საბაზო მომზადება – 200 ლარი; წ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 180 ლარი; წ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 100 ლარი; წ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 100 ლარი;“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სააგენტოს მიერ 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2027 წლის 1 ივნისამდე გაწეული, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ1“ ქვეპუნქტის: ა) „ყ1.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისთვის გადაიხდება – 100 ლარი; ბ) „ყ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისთვის გადაიხდება – 200 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები