ქალაქ ხაშურში, ოქტომბრის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხებისათვის საქართველოს დამსახურებული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის სახელის მინიჭების, ასევე მის არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრების კორექტირებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით ნუმერაციის თაობაზე

ქალაქ ხაშურში, ოქტომბრის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხებისათვის საქართველოს დამსახურებული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის სახელის მინიჭების, ასევე მის არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრების კორექტირებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით ნუმერაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016028
61
06/08/2026
ვებგვერდი, 10/08/2026
000000000.00.143.016028
ქალაქ ხაშურში, ოქტომბრის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხებისათვის საქართველოს დამსახურებული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის სახელის მინიჭების, ასევე მის არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრების კორექტირებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით ნუმერაციის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №61

2026 წლის  6 აგვისტო

ხაშური

ქალაქ ხაშურში, ოქტომბრის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხებისათვის საქართველოს  დამსახურებული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის სახელის მინიჭების, ასევე მის არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრების კორექტირებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების  არაბული ციფრებით ნუმერაციის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ალექსანდრე სიმონიშვილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა, ქალაქ ხაშურში, ოქტომბრის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხებისათვის საქართველოს დამსახურებული მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის სახელის მინიჭების, ასევე მის არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრების კორექტირებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების  არაბული ციფრებით ნუმერაციის თაობაზე.

,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული  გეოგრაფიული ობიექტისა და მისი მიმდებარე ჩიხებისათვის სახელწოდების გადარქმევა, ასევე მის არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრების კორექტირება და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების  არაბული ციფრებით ნუმერაცია.

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქალაქ ხაშურში  მდებარე ოქტომბრის ქუჩას (იწყება: X-385344,6869; Y-4651252,208; გარდატეხის წერტილები X-383981.6963;   Y-4650973.8129  X-383255.3167;   Y-4650847.5948 მთავრდება: X-382703,1011; Y 4651488,8839; წარმოდგენილი მთავარი ქუჩის სიგრძე შეადგენს 3კმ და 200 მეტრს, მთავარ ქუჩას აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრება მიწის ნაკვეთები; ჩრდილოეთით და სამხრეთით-მოსახლეობა, ხოლო ჩიხებს და შესახვევებს ყველა მხრიდან ესაზღვრება მოსახლეობა) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის ქუჩა, რაც შეეხება არსებულ ჩიხებსა და შესახვევებს:

ა) I შესახვევს (არსებული ოქტომბრის ქუჩის უსახელო შესახვევს, რომლის კოორდინატებია: I-X- 385181.1468; Y-4651236.2259;  II-X-385114.1036; Y-4651400.7264) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის  I  შესახვევი;

 ბ) II შესახვევს (არსებული ოქტომბრის ქუჩის I და II ჩიხების მონაკვეთებს, რომლის კოორდინატებია: I-X- 384531.213;  Y-4651099.3558;  II - X-384409.9637; Y-4651311.9751) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის II შესახვევი;

გ) I  ჩიხს (არსებული ოქტომბრის ქუჩის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია: I-X- 384243.1197;  Y- 4651027.0525;  II - X- 384277.6378; Y- 4651088.0955) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის I  ჩიხი;

დ) III შესახვევს (უსახელო შესახვევს, რომლის კოორდინატებია: I-X- 384177.1634  Y- 4651005.0564;  II - X- 384136.1772; Y- 4651091.3701) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის III შესახვევი;

ე) IV შესახვევს (არსებული ოქტომბრის ქუჩის III ჩიხის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია: I-X- 383712.8676; Y-4650879.8919; II - X- 383677.4911; Y- 4650991.6475) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის IV შესახვევი;

ვ)  II  ჩიხს  (უსახელო ჩიხს, რომლის კოორდინატებია: I-X- 383355.6495;  Y-4650828.1257;  II - X- 383368.982; Y- 4650890.1134) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის II  ჩიხი;

ზ) V შესახვევს   (უსახელო შესახვევს მდ. სურამულას სანაპიროზე, რომლის კოორდინატებია: I-X- 383041.736; Y-4650991.7597; II - X- 382797.3033; Y- 4651085.793) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის V შესახვევი;

თ) VI შესახვევს (არსებული ოქტომბრის ქუჩის VI ჩიხის საწყის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია: I-X- 382971.6061; Y-4651085.3403;  II - X- 383030.198; Y- 4651133.0278) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის VI შესახვევი;

ი) VII შესახვევს  (არსებულ ოქტომბრის ქუჩის V ჩიხის მონაკვეთს ,რომლის კოორდინატებია: I-X- 382920.463; Y-4651149.7048; II - X- 382945.2868; Y- 4651262.565; 

III - X- 383030.198; Y- 4651133.0287) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის VII შესახვევი;

კ) VIII შესახვევს  (არსებული ოქტომბრის ქუჩის IV ჩიხს, რომლის კოორდინატებია: I-X- 382844.2205; Y-4651255.2746;    II - X- 382970.1037; Y- 4651343.7073;) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის VIII შესახვევი;

ლ) III  ჩიხს   (არსებული ოქტომბრის ქუჩის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია: I-X- 382825,9613;  Y- 4651279.022;  II - X-382769.0387; Y-4651195.5459)ეწოდოს ნოდარ დუმბაძის III  ჩიხი;

მ) IX შესახვევს  (არსებული ოქტომბრის ქუჩის III ჩიხის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია: I-X- 382810.2214; Y-4651296.304;  II - X- 383033.4605; Y- 4651547.6369) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის IX შესახვევი;

ნ) IV ჩიხს  (ყოფილი ოქტომბრის I ჩიხის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია:I-X-382775.3612; Y-4651332.8047;  II -X-382715.8573;  Y-4651173.1886)ეწოდოს ნოდარ დუმბაძის IV ჩიხი;

ო) V ჩიხს   (უსახელო ჩიხს, რომლის კოორდინატებია: I-X- 382756.0652; Y-4651364.0981; II - X- 382674.0189; Y- 4651272.3771) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის V ჩიხი;

პ) VI ჩიხს (უსახელო ჩიხს, რომლის კოორდინატებია: I-X- 382726.704; Y-4651424.7873;  II - X- 382674.0056; Y- 4651391.1695) ეწოდოს ნოდარ დუმბაძის VI ჩიხი;

2. ოქტომბრის ქუჩის  არეალში მდებარე ფონტეპოს ქუჩის საზღვრები (რომელიც აერთიანებს არსებულ ფონტეპოს ქუჩასა და ოქტომბრის ქუჩის IV ჩიხის მონაკვეთს, დასაწყისი: I-X-383030.198;  Y-4651133.0287გარდატეხის წერტილი: II – X-383050.4878; Y-4651289.9533 ბოლო: III–X-382950.0713;  Y- 4651328.99097)კორექტირებულ იქნეს და სახელწოდება დარჩეს უცვლელად.

3. ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტები დაინომროს არაბული ციფრებით, შემდეგი თანამიმდევრობით:

)  ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩას (არსებული ოქტომბრის ქუჩის II ჩიხის მონაკვეთი, რომლის კოორდინატებია: I-X- 384487.6662; Y-4651181.8087;  II - X- 384387.9897; Y- 4651129.0965) დაინომროს  მე-10 ქუჩად; 

ბ) ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩის ჩიხს (არსებული ოქტომბრის ქუჩის II ჩიხის მონაკვეთს, რომლის კოორდინატებია: I-X- 384424.064; Y-4651142.4881; II - X- 384399.1131; Y- 4651199.4799) ეწოდოს  მე-10 ქუჩის  I ჩიხი;

გ) ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩას (უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: I-X- 382758.5560; Y-4651359.3979; II - X- 382957.6264; Y- 4651470.8878) ეწოდოს მე-11 ქუჩა;

დ) ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩას (უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: I-X- 382737.8685; Y-4651399.8933; II - X- 382890.8189; Y- 4651485.043) მე-12 ქუჩა;

ე) ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩას  (უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: I-X- 382719.6479; Y-4651443.4114;  II - X- 382908.1492; Y- 4651549.9984) ეწოდოს მე-13 ქუჩა;

ვ) ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩას   (უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: I-X- 382703.1011; Y-4651488.8839;  II - X- 382947.7883; Y- 4651623.5042) ეწოდოს მე-14 ქუჩა;

ზ)  ოქტომბრის ქუჩის არეალში მდებარე უსახელო ქუჩას  (უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატები ა: საწყისი: I-X- 382864.1775; Y-4651418.4895;  მე-12, მე-13 ქუჩებთან გადაკვეთის წერტილები:  X- 382841.5851; Y-4651458.5456; X- 382827.1786; Y-4651504.0503; X-382822.6951; Y-4651501.5801;  ბოლო: II - X-382802.0845; Y-4651544.1065) ეწოდოს მე-15 ქუჩა.

4. განკარგულება აღსასრულებლად  გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

6. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

7. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე.

8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში,  სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

   

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ნინო ლიპარტელიანი