დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 06 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018885 |
|
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს №68/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 09/08/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.018068) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ვადაში, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-14 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანა და მე-16 მუხლით გათვალისწინებული მსმენელთა ზღვრული ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ ინფორმაციის ასახვა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შემდეგ პროცესებს: ა) ელექტრონულ სისტემაში არსებული პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ახალი ვერსიის შექმნა განახლებული მონაცემებით, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი; ბ) იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაში ცვლილების განხორციელების მიზნით ელექტრონული განაცხადის წარდგენა, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი; გ) ცენტრის მიერ ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დახარვეზება; დ) იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა; ე) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-14 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება საბჭოს აპარატის მიერ და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ელექტრონულ სისტემაში დადასტურება/ცნობად მიღება; ვ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და შეფასება მე-16 მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტების შესაბამისად; ზ) ცენტრის მიერ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ახალი ვერსიის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და მისი სისტემაში ასახვა; თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები