დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.025927 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2026, 430020000.10.003.025604) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამაგისტრო გამოცდებით/ სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №2-ის შესაბამისად. 2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოსცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა და ორი სამუშაო დღის ვადაში წარადგინის აღნიშნული ინფორმაცია სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები