დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 13/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.140.010.22.027.010.100 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.027.010.100
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №69
2007 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანების (სსმ III, 2006წ., №155, მუხ. 2151) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ,,2. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატო გაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პაატა პაპუაშვილი – მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლილი ერაძე – მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფროსი –კომისიის წევრი;
დ) გოჩა ვაჭარაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ე) ზაურ აბაშვილი – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
ვ) გუგული თავაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
ზ) გვანცა აბესაძე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.“.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები