დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 12/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.070.000.22.027.010.096 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.010.096
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №66
2007 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაერთიანდეს №8 საპყრობილე (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) და №7 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (მცხეთის რაიონი) და ეწოდოს ,,№7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი)“.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., №2, მუხ. 23) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი);“;
ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტის განხორციელება და №8 საპყრობილისა (მცხეთის რაიონი) და №7 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა დასაქმება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 6 მარ-ტიდან.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები