დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016966 |
|
„
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
სასწავლო
უნივერსიტეტის
–
ბათუმის
სახელმწიფო
საზღვაო
აკადემიის
წესდების
დამტკიცების
შესახებ
“
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
2012
წლის
10
ივლისის
№1-1/1439
ბრძანებაში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის № 1-1/1439 ბრძანებაში (სსმ, ვებპორტალი, 10.07.2012, 040030000.22.024.016187) და ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდებაში“ (შემდგომში – წესდება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდება (შემდგომში – წესდება) თანდართული რედაქციით.“. 3. წესდების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, ფუნქციებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის წესსა და უფლებამოვალეობებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“. 4. წესდების მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. აკადემია წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – უნივერსიტეტს.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“.“. 5. წესდების მე-4 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. წესდების მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მართვის ორგანო/მმართველი სუბიექტებია: აკადემიის რექტორი, აკადემიური საბჭო, სენატი (წარმომადგენლობითი საბჭო) ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრი, ადმინისტრაციის აპარატი.“; ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკადემიას აქვს ფილიალი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი, რომელიც არის აკადემიის ნაწილი და ახორციელებს იმავე საგანმანათლებლო და საწვრთნელ საქმიანობას, რასაც აკადემია. 6. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო და მოკლევადიანი კურსების განხორციელების მიზნით აკადემიაში ფუნქციონირებს პროფესიული განათლების ცენტრი. 7. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწვრთნელი კურსების განხორციელების მიზნით აკადემიაში ფუნქციონირებს აბესალომ ზენაიშვილის სახელობის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი.“. 7. წესდების 61 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;“. 8. წესდების მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის სენატისა და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.“; ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ და „ს2“ ქვეპუნქტები: ს2) ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“. 9. წესდების მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსი, სასწავლო პროცესების საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების 3-3 წარმომადგენელი, მათ შორის, თითო სტუდენტი ყოველი ფაკულტეტიდან.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი: „41. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.“; დ) მე-5 პუნქტის: დ.ა) „ზ“ -„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) წარადგენს დასაბუთებული ცვლილებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით აკადემიის ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის დებულებაში; ი) წარადგენს დასაბუთებულ წინადადებებს ფაკულტეტის დეკანის, ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაში ცვლილებების თაობაზე;“;
დ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ.გ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10. წესდების 81 მუხლის: „1. სენატი არის აკადემიის აღმასრულებელი რგოლის კოლეგიალური მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის: რექტორი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, სასწავლო პროცესების საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის უფროსი, აბესალომ ზენაიშვილის სახელობის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული განათლების ცენტრის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და სააგენტოს წარმომადგენელი.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11. წესდების მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12. წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
13. წესდების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის საქმიანობა, მიზნები და ფუნქციები რეგულირდება სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი. 3. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის ქონება და ფულადი სახსრები წარმოადგენს აკადემიის საკუთრებას და აღირიცხება აკადემიის ბალანსზე.“. 15. წესდების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. აკადემიის არჩევითი თანამდებობები და საარჩევნო პროცედურა 1. აკადემიაში არჩევით თანამდებობებს განეკუთვნება: ფაკულტეტის დეკანი, ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელი. 2. ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ინსტიტუციური მართვისა და ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესი და საარჩევნო პროცედურა განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული წესით.“.
16. წესდების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
17. წესდების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
18. წესდების 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. „გ) აბესალომ ზენაიშვილის სახელობის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის, პროფესიული განათლების ცენტრისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის შემოსავლები;“.
20. წესდების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები