„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016362
9
03/08/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
010250050.35.135.016362
„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
შუახევის მუნიციპალიტეტი
 
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 3 აგვისტო

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016356) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) უფლებამოსილი ორგანო – შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მიღებული მორების რაოდენობა, თითოეული მორის სახეობა (ჯიში), სიგრძე (მ), წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუახევის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხემცენარეებიდან (მწვანე ნარგავებიდან), მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი თავის ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და არანაკლებ 60 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით, სავალდებულოა ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნისთვის, ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება ხემცენარეებიდან (მწვანე ნარგავებიდან) (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხეტყე (მორი) და წვრილი თავის ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხემცენარე. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ვალდებულია, დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დათვალიერების აქტს ადგენენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მოხელეები და მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიაგო დავითაძე