დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 09/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.090.000.22.033.010.092 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.010.092
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №191
2007 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.“;
ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) დროებითი შენახვის საწყობის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება დროებითი შენახვის საწყობს, იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთის გამგზავნს.“;
გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას დეკლარანტმა უნდა წარადგინოს, ხოლო დროებითი შენახვის საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით.“;
დ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი დეკლარანტის მოთხოვნით შეიძლება ინახებოდეს დროებითი შენახვის საწყობში არა უმეტეს 3 თვისა.“;
ე) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ აღრიცხვის მოწმობაზე და სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან“.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები