დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 19/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016587
12
31/07/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
010260020.35.152.016587
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 31 ივლისი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისმერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 61-ე  მუხლის  პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისადმინისტრაციული სამსახურისდებულება დანართი №1- ის შესაბამისად .

2. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისიურიდიული სამსახურისდებულება დანართი №2- ის შესაბამისად .

3. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურისდებულება დანართი №3-ის შესაბამისად .

4. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისსაფინანსო -საბიუჯეტო სამსახურისდებულება დანართი №4-ის შესაბამისად .

5. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისმუნიციპალური შესყიდვების სამსახურისდებულება დანართი №5- ის შესაბამისად .

6. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისსივრცითი მოწყობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურისდებულება დანართი №6 -ის შესაბამისად .

7. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისზედამხედველობის სამსახურისდებულება დანართი №7- ის შესაბამისად .

8. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისდებულება დანართი №8-ის შესაბამისად .

9. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ,,შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის “ დებულება დანართი №9-ის შესაბამისასად .

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/11/2017;  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.152.016316).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის   19 აგვისტოდან.

საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი



დანართი №1

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. ადმინისტრაციული სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, კომუნიკაციას საკრებულოსთან, ადამიანური რესურსების მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან. სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიაში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას და ინდექსაციას, მათ დანიშნულებისამებრ განაწილებას მერიის სამსახურებსა და თანამდებობის პირებს შორის; მერიაში შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და მათ გადაგზავნას ადრესატებისათვის;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური-ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნებას;

გ) მერიის თანამდებობის პირების სამსახურებრივი დავალებების სათანადო გაფორმებას, რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს, შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

 დ) საქმისწარმოებაში გაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას. საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ე) საქმისწარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ვ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

თ) კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანას. საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ი) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას. ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;

კ) მერიის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;

ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

მ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ნ) მერიის სხვა სამსახურებთან ერთად ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ო) უზრუნველყოფს განათლების და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

პ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების თაობაზე, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. კოორდინაციას უწევს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მათი მართვის ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე;

ჟ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი მნიშვნელობის სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე. კოორდინაციას უწევს აღნიშნული იურიდიული პირების საქმიანობას, ამზადებს წინადადებებს მათი მართვის ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე;

რ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების კაპიტალური ხარჯის და სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამების დაფინანსების თაობაზე, საჯარო სკოლების მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფის თაობაზე. ასევე, საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების თაობაზე;

ს) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს მოსწავლეთა კოორდინირებული სოციალური და სამედიცინო მომსახურების თაობაზე;

ტ) უზრუნველყოფს აუცილებელი ზომების გატარებას იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა. ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ამზადებს წინადადებებს და წარუდგენს მერს;

უ) უზრუნველყოფს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო ზომების გატარებას;

ფ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსაყოფად საჭირო, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომების გატარების თაობაზე;

ქ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე, ამზადებს შესაბამისი განაცხადის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

ღ) მერიის საკადრო პოლიტიკის განხორციელებასა და ადამიანური რესურსების მართვას;

ყ) მერიის მოსამსახურეთა ერთიან მონაცემთა ბანკის, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას. მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;

შ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; მერიის მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას;

ჩ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; მოხელეთა სწავლების, სტაჟირების და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მუნიციპალურ მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;

ც) მერიაში არსებული საკადრო და საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და ადამიანური რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას. წინადადებების მომზადებას მერიის საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციის თაობაზე;

ძ) წინადადებების შემუშავებას მერიის მოსამსახურეთა სამუშაოს დაგეგმვის, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების და ანგარიშგების ფორმების დადგენის თაობაზე;

წ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ჭ) მუნიციპალურ მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;

ხ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტების, მერიის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და მერის დავალებების ოპერატიულად გაცნობას, უზრუნველყოფს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა კოორდინირებულ მოქმედებას;

ჯ) აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას და წარუდგენს მერს. შეიმუშავებს წინადადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენს მერს;

ჰ) მეთოდურ დახმარებას უწევს მერის წარმომადგენლებს, აძლევს მათ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს; კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლებისათვის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, მუნიციპალური პროგრამების პროექტებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის გაცნობას. ახდენს მერიის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების შეგროვებას, ანალიზს და წარუდგენს მერს სისტემატიზებული სახით.

2. სამსახური უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან – განყოფილებებისგან.

1.1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;

დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ე) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.

2.საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ – „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

5. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ – „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

 6. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“–„ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის მოხელეები

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


დანართი №2

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

ბ) საქმიანობის საჯაროობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ობიექტურობა;

გ)  კანონის წინაშე თანასწორობა;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე)  მიუკერძოებლობა.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას; 

ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას, სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების  მომზადებას;

 გ) მერიაში შემუშავებული ან/და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის დადგენასა და  ვიზირებას;

ე) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) სამართლებრივ ანალიზსა და მათი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებას;

ვ)  მერიის სხვა სამსახურებთან ერთად,  მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებებისა და პროექტის მომზადებას;

ზ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;

თ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;

ი) საჭიროების შემთხვევაში მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას;

კ) სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სამსახურებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;

ლ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;

მ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ნ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ო) ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იმ  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის საქმეებზე, რომელთა განხილვაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას; იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, რომლებიც სასამართლოს განსჯადია, საქმეების გადაგზავნას შესაბამის სასამართლოში;

პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მუნიციპალტეტის მერისა და მერის მოადგილის მიერ  განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

ბ) წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის  საჯარო მოსამსახურეებს  შორის;

დ) განსაზღვრავს სამსახურის  საჯარო მომოსამსახურეთა  თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ)  აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

თ) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

კ)   სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.

3. სამსახურის მოხელე:

ა) სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

ბ) სამსახურის მოხელე საქმიანობას წარმართავს მოქმედი  კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

გ) სამსახურის მოხელე ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს;

დ) სამსახურის მოხელე განუხრელად იცავს და ასრულებს  მერიის  შინაგანაწესის მოთხოვნებს;

ე)  სამსახურის მოხელე ვალდებულია  შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დაკისრებული  სხვა  მოვალეობები;

ვ) სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 5.  სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის  დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2.  სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 დანართი №3

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური

განვითარების სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების  მართვისა  და  ეკონომიკური  განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური “) წარმოადგენს  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც  უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების აღრიცხვა -რეგისტრაციას , მართვას  და  ეფექტურ გამოყენებას , ორგანიზებას  უწევს  ეკონომიკური  განვითარების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას , სტატისტიკურ აღრიცხვას , ამზადებს წინადადებებს კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით , მონაწილეობს ადგილობრივი  მოსაკრებლების  ადმინისტრირების  პროცესში ,  ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაცვის და სხვა ღონისძიებათა გატარებას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში .

2. სამსახურს აქვს შტამპი , ბეჭედი , ბლანკი  სამსახურის  სახელწოდების  აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები .

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ;

) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ;

) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის რეგისტრაციას ;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;

) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით . წინადადებების მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებით მუნიციპალური ქონების შექმნასა და შეძენასთან დაკავშირებით ;

) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე . წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე . მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება -მოვალეობათა განხორციელებას ;

) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე ;

) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და განკარგვის თაობაზე ;

) მუნიციპალური ქონების დაცვის , მოვლა -პატრონობის , მართლზომიერი სარგებლობის კოორდინაციას ;

) ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული ) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესს ;

) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების მატერიალურ -ტექნიკურ აღჭურვას ;

) ადმინისტრაციული შენობა -ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა -პატრონობას , აღჭურვას , რემონტს , კეთილმოწყობას , დასუფთავებას , კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას ;

) საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ;

) საოფისე ავეჯის და ინვენტარის , კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა -პატრონობას , რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას ;

) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ინვენტარით , ტექნიკით და სხვა ;

) თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა -პატრონობას , რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას ;

) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის , მრეწველობის , ვაჭრობის , ტრანსპორტის , ტურიზმის და სხვა დარგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას , შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას , სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს , წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას ამ დარგების განვითარების მიზნით ;

) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შეფასებას , ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზს , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე ;

) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით ;

) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება -გაუქმების , მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ , მათ შორის, წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება -გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის , მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე ;

) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;

) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;

) მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან , დონორ ორგანიზაციებთან და . . ურთიერთობების წარმართვის მიზნით წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;

) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას , მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას ;

) გარემოს დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას ;

) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების , მათ შორის, წყლის , ტყის რესურსების მართვას კანონით დადგენილი წესით .

2. სამსახური უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით , მერიის დებულებით , სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით , ასევე მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსის ა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგანგანყოფილებებისგან .

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

) მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ -ტექნიკური განყოფილება ;

) სტატისტიკის , ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება .

3. მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ -ტექნიკური განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის “ – „ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას , ასევე უზრუნველყოფს ამ დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის “ – „ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას .

4. სტატისტიკის , ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის “ – „ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას .

5. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით , მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით , ასევე მერის და მერიის თანამდებობის პირთა დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

6 .სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების , ასევე მერის დავალების შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად ორ ან მეტ განყოფილებას ან /და სხვადასხვა განყოფილების მოხელეებს .

მუხლი 4. სამსახურის მოხელეები

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერისაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ;

2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან . განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი .

4.  სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებით , სამსახურის დებულებით , მერიის შინაგანაწესით , შესაბამის  სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით .

5. სამსახურის უფროსის , განყოფილების უფროსისა და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებით , სამსახურის დებულებით , მერიის შინაგანაწესით , შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით .

მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .

2.  სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 


დანართი №4

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

 


 მუხლი 1. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური “) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო -საბიუჯეტო სფეროს მართვას , მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავებას და შესრულებას , კანონით დადგენილი წესით საფინანსო ოპერაციების წარმოებას და საბუღალტრო აღრიცხვას .

2. სამსახურს სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი , ბეჭედი , ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტები .

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების , დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას ;

) პრიორიტეტების დოკუმენტის ფინანსურ დასაბუთებას , შესაბამისი დასკვნების , რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას მერიის მიერ პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებისას ;

) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას ;

) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას , ანალიზს , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ;

) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ ;

) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება -გაუქმების , მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ;

) მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების პროექტების საფინანსო -ეკონომიკური შედეგების გაანგარიშებას , მუნიციპალური პროგრამების და საინვესტიციო პროექტების საფინანსო გაანგარიშებას , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას . სხვა შემოსავლების , მათ შორის , მოსაკრებლების პროგნოზირებას , ამ შემოსავლების წლიური გეგმის და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას ;

) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი , მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად ;

) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე ;

) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით ;

) საბუღალტრო აღრიცხვას ;

) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას , საფინანსო ოპერაციების წარმოებას ;

) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას , ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან ;

) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას ;

) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების , სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას ;

) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებაში , მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებაში ;

) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას , გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ;

) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსის ა და მეორადი სტრუქტურული ერთეულისგანგანყოფილებებისგან .

1.1 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება ;

) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება .

2. საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის “ – „ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას .

3. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის “ – „ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ;

4. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით , მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით , ასევე მერის და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების , ასევე მერის დავალების შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად ორ ან მეტ განყოფილებას ან /და სხვადასხვა განყოფილების მოხელეებს .

მუხლი 4. სამსახურის მოხელეები

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერისაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან . განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი .

4. სამსახურის უფროსის , განყოფილების უფროსისა და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებით , სამსახურის დებულებით , მერიის შინაგანაწესით , შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით .

მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .

2.  სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 


დანართი 5

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის

დებულება

 


მუხლი 1. მუნიციპალური შესყიდვების სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას.

2. სამსახურს, სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ წინადადებებთან წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, მისი დამტკიცების უზრუნველყოფას და შემდგომ კორექტირებას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას;

დ) შესყიდვის პროცედურების მომზადებას და განხორციელების უზრუნველყოფას;

ე) სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებას და სატენდერო პროცედურების ჩატარებას;

 ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

ზ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

თ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაციას, აღრიცხვას, შენახვასა და დაცვას;

კ) უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

მ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის) კონსულტაციების გაწევას;

ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მერიის დებულებით, განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

ბ) წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსხურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

 ზ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

 თ) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

 კ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.

3. სამსახურის მოხელე:

ა) სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

ბ) სამსახურის მოხელე საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

გ) სამსახურის მოხელე ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს;

დ) სამსახურის მოხელე განუხრელად იცავს და ასრულებს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნებს;

ე) სამსახურის მოხელე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები;

ვ) სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 4. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


დანართი 6

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის

განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურის დებულება


მუხლი 1. სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას, არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

2. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე;

ბ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შემუშავებას, დასახლებათა (ქალაქის, დაბის, სოფლის) ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას, სივრცითი მოწყობასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმების და წესების შემუშავების მიზნით საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტების მომზადებას;

ე) საქმისწარმოებას მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრის თაობაზე;

ვ) საქმისწარმოებას არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე;

ზ) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დოკუმენტაციის მომზადებას, ნებართვების გაცემის თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას;

თ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას;

ი) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა–პატრონობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

კ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ლ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების, შესაბამის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების საკითხებზე;

მ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, ასევე მუნიციპალიტეტის მერის და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულისგან – განყოფილებებისგან.

1.1 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილება;

ბ) არქიტექტურის განყოფილება;

გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.

2. სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

 4. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

5. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების, ასევე მერისა და მერიის თანამდებობის პირების დავალების შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად ორ ან მეტ განყოფილებას ან/და სხვადასხვა განყოფილების მოხელეებს.

მუხლი 4. სამსახურის მოხელეები

1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

3.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.

4.სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


   დანართი 7

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას სამშენებლო სამართალდარღვევებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საარჩევნო კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოებას, დუშეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვასა და სამშენებლო ობიექტზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

2. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის მიკუთვნებული საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას:

 ა) საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის შედგენას;

 ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონებით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევებზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ან/და სამართლებრივი აქტების შედგენას აგრეთვე, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;

გ) კონტროლს საზედამხედველო ობიექტებში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების და წესების დაცვასა და შესრულებაზე;

 დ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, სამართალდამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებების მომზადებას;

 ე) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზე, სამშენებლო ან/და შესაკეთებელი სამუშაოების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე, სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე;

 ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელებას; ამ მიზნით, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

თ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს და სათანადო რეაგირებას;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარეგანათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს და სათანადო რეაგირებას;

ლ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათ აღკვეთას და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას;

მ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, არსებული წესით მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;

ნ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;

ო) მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობას; მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების და/ან მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას;

პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას;

ჟ) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;

რ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარული ნორმების დაცვაზე კონტროლს და სათანადო რეაგირებას;

ს) მიმწოდებლის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან სამუშაოების შესაბამისობის შემოწმებას; ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტების დამოწმებას; მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობაზე კონტროლს; წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას, სამუშაოების შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარებას და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებას;

ტ) კონტროლს სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;

უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციებას.

3. სამსახური უფლებამოსილია:

ა) განიხილოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 51​​3, 53​​3, 55-ე, 55​​2, 55​​3 , 55​​6, 64​​2, 77​​1-77​​2, 82​​5 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103, 119​​1, 125-ე მუხლის მე-8 , მე-14 და მე-16 ნაწილებით, 125​​4, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1, 135, 145, 146​​1, 148, 150, 150​​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2, 152, 152​​2, 152​​5-152​​9, 153​​4, 156​​1, 158​​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159, 159​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ადგილზევე მოახდინოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევი პირისათვის ადგილზევე მოახდინოს ადმინისტრაციულ სახდელის (ჯარიმის) შეფარდება;

დ) განიხილოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ე) განიხილოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

4. სამსახური უზრუნველყოფს:

 ა) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;

 ბ) სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ წარმოებას;

 გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს;

დ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირებას;

ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას.

მუხლი 3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილების ფუნქციები:

1. განყოფილება კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შემოწმებას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; მშენებლობის უსაფრთხოებაზე კონტროლს;

ბ) უკანონი, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე მშენებლობის კუთხით ზედამხედველობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას, დამრღვევი პირის მიმართ მითითების, შემოწმების აქტის შედგენას და სხვა;

ე) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;

ვ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგსა და ზედამხედველობას;

ზ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას;

თ) საჭიროების შემთხვევაში, სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის/სამუშაოების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი მიმართვას;

ი) შესრულებული სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულების აქტის დადასტურებას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე მერისათვის წინადადებების წარდგენას;

ლ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;

მ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტის დამოწმებას;

ნ) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;

ო) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

პ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 150-ე, 150​​1, 152-ე, 153​4, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას (მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას). თუ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 150​​1, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, განყოფილების საჯარო მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რა დროსაც ადგენს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს“;

ჟ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის ინფორმირებას;

რ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ს) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას;

ტ) 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას;

უ) შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;

ფ) მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის აღრიცხვას;

ქ) კომპეტენციის შესაბამისად, შემოსული კორესპონდენციის/ წერილების განხილვას და პასუხების მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში მერის ბრძანების პროექტების მომზადებას;

ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს;

ყ) სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას;

შ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს;

ჩ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;

ც) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და ამავე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

წ) უნებართვო მშენებლობის გამოვლენას და აღნიშნულთან დაკავაშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას. მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის შედგენას.

1. განყოფილება განიხილავს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და აღნიშნულთან დაკავშირებით უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას (მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას).

2. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, განყოფილების საჯარო მოსამსახურე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

3.  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში განყოფილებას აქვს ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, განყოფილების მიერ უფლებამოსილი პირი – საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულისგან – განყოფილებისგან.

1.1 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

 არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სამსახურის საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობები (მათ შორის – განრიგი) მტკიცდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიეცემა სახელფასო დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2.  სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


    დანართი 8

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომსამსახური ) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც უზრუნველყოფს მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის , დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას .

2. სამსახურს , სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი , ბეჭედი , ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტები .

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას ;

) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას ;

) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას ;

) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას ;

) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას ;

) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას ;

) უმუშევართა რეგისტრაციას , მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას ;

) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას ;

) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტარანთა სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას .

) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) საქმისწარმოებას სოციალური დახმარებების გაცემის თაობაზე ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღანელისსამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის უფროსი :

) ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურს , რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ;

) წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;

) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის ;

) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;

) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;

) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;

) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას ;

) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას ;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებით , ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს ;

) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .

3. სამსახურის მოხელე :

) სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ;

) სამსახურის მოხელე საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულებისა და ამ დებულების , აგრეთვე , მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ;

) სამსახურის მოხელე ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს ;

) სამსახურის მოხელე განუხრელად იცავს და ასრულებს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნებს ;

) სამსახურის მოხელე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით , მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები ;

) სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებით , სამსახურის დებულებით , მერიის შინაგანაწესით , შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით .

მუხლი 4. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .


    დანართი 9

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება

მუხლი 1. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური (ტექსტში შემდგომშისამსახური ) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას , ფინანსების მართვის გაუმჯობესებას , სახსრების , სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას , მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას .

2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში , ანგარიშვალდებულია უშუალოდ მერის წინაშე დასახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომშიჰარმონიზაციის ცენტრი ) კოორდინირებულად .

3. სამსახური მოქმედებსადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის , „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებსაქართველოს კანონით , მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების , მერის დავალებების , ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების , მეთოდური მითითებების , სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე .

4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან . მოთხოვნის შემთხვევაში  აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან /და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად .

5. სამსახური საქმიანობას წარმართავს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების , პატივისა და ღირსების , კანონიერების , დამოუკიდებლობის , კეთილსინდისიერების , ობიექტურობის , პროფესიონალიზმის , კონფიდენციალურობის , გამჭვირვალობის , სამართლიანობის , საჯაროობისა და თანასწორობის პრონციპების დაცვით .

6. სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი , ბეჭედი , ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტები .

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანები

) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა , რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს მერიაში არსებული საქმიანობის პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას , საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას , რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას , ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად მერიის დასახული მიზნების მიღწევას ;

) მერის უზრუნველყოფა მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის , ეკონომიურობის , ეფექტიანობის , მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ ;

) მერის დავალებით , დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით , კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია .

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური კანონით დადგენილი წესით ახორციელებს შემდეგ საქმიანობას :

) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე  მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა ;

) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა ჰარმონიზაციის ცენტრში ;

) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება ;

) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება , მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა . მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგი ;

) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის , მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ;

) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი ;

) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების , მიზნობრივი განკარგვის , მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი , შეფასება , შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა ;

) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება . არსებული რისკების დადგენა და შეფასება . მერიის საქმიანობის ეკონომიურობის , ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება ;

) შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი და შესაბამისი რეესტრის წარმოება ;

) მონიტორინგის განხორციელების ვადების , ფორმების და მეთოდების შესახებ სამსახურის უფროსისთვის წინადადებების წარდგენა ;

) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით , შესაბამის ანგარიშის წარდგენა ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას ;

) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი , სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა , ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შიდა აუდიტის სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო ;

) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელება .

მუხლი 4. სამსახურის უფლება -მოვალეობები :

1. სამსახური უფლებამოსილია :

) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით :

  • სისტემური აუდიტი ;
  • შესაბამისობის აუდიტი ;
  • ეფექტიანობის აუდიტი ;
  • ფინანსური აუდიტი ;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი .

) მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია , დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე , მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა ), მიიღოს მერიის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება . აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა , გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა , გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა

) საჭიროების შემთხვევაში  მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი .

2. სამსახური ვალდებულია :

) დაიცვას წინამდებარე დებულება , შიდა აუდიტის პროფესიული საერთაშორისო სტანდარტები , შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი , შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები ;

) შეიმუშაოს შიდა აუდიტის , სტრატეგიული და წლიური გეგმები და საანგარიშო წლის დაწყებამდე წარუდგინოს მერს დასამტკიცებლად ;

) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმები წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრს (მოთხოვნის შესაბამისად );

) შიდა აუდიტის განხორციელებამდე  შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა ;

) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით , რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით , რაც აისახება საბოლოო ანგარიშში ;

) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მერს ;

) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე ;

) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად , სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში  ინფორმაცია მიაწოდოს მერს , რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ ;

) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო , სამსახურებრივი , კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია , რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან /და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით ;

) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

3. სამსახურის მოხელეთა მოთხოვნის შემთხვევაში  მერიის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია  გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია , უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა .

4. სამსახური უფლებამოსილია  განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .

მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღანელისსამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომშისამსახურის უფროსი ).

) სამსახურის უფროსს  კანონმდებლობით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ;

) სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით , წინამდებარე დებულებითა და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში  მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში :

) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას ;

) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ;

) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების , მივლინების , წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ;

) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას , უნაწილებს მათ ფუნქციებს , აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას ;

) პერიოდულად ახორციელებს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენას ;

) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს მერს ;

) შუამდგომლობას წარუდგენს მერს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ ;

) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ;

) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოგოლოგიის გამოყენებაზე ;

) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის , ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას ;

) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან , მოთხოვნის შემთხვევაში  აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას ;

) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს ;

) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ;

) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას ;

) ასრულებს მერის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს ;

) მერის დავალებით ამოწმებს დისციპლინური გადაცდომის ან /და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობას ;

) ახორციელებს ამ დებულებით , მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს ;

) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .

5. სამსახურის მოხელე :

) სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ;

) სამსახურის მოხელე ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს ;

გ) სამსახურის მოხელე საქმიანობა წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 6. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .