,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 12/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.010.091
  • Word
186
09/03/2007
სსმ, 32, 12/03/2007
230.020.020.22.033.010.091
,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.010.091

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 186

2007 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2327) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის გან­საზღვრამდე (დეკლარირებამდე ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერამდე) სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით დეკლარანტი (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (შემდგომში – განაცხადი) და, შესაბამისად, მის ხელთ არსებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, საბაჟო კონტროლისა ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა უნდა წარადგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ზოგადი დეკლარირების ფორმით ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გათვალისწინებულ მონაცემებს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობების ადგილიდან დანიშნულების საბაჟოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებითი დასაწყობების შესაბამისი ვადის ფარგლებში ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ა. ალექსიშვილი