,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 12/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.090
  • Word
190
09/03/2007
სსმ, 32, 12/03/2007
200.250.000.22.033.010.090
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.090

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №190

2007 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის   20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  20 დეკემბრის №1776 ბრძანებით (სსმ III, №172, მუხ. 2342) დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №1) ინსტრუქციის მე-6 მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,35. როდესაც საბაჟო მოხელე ახდენს საბაჟო ღირებულების კორექტირებას ან განსხვავებული მეთოდით დადგენას ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად და ადგენს კორექტირების აქტს, რომელიც ეგზავნება ვალდებულ პირს ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ შეტყობინებით“, ამასთან:

ა) თუ დეკლარანტი იხდის სხვაობას დეკლარირებულ და კორექტირებულ საბაჟო გადასახდელებს შორის, საბაჟო მოხელის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კორექტირების შემდეგ წარმოადგენს კორექტირებულ დეკლარაციას;

ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირების აქტის მონაცემებს, რასაც მიუთითებს აქტის შესაბამის გრაფაში, მაგრამ დამატებით წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ არანაკლებ ერთთვიან გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობისა, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე საბაჟო დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე C გრაფაში აკეთებს აღნიშვნას – ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით“, უსვამს ,,A“ ნომერს და უშვებს საქონელს დეკლარაციაში ,,K“ ნომრის დასმის გარეშე;

გ) თუ დეკლარანტი ერთი თვის ვადაში წარმოადგენს მტკიცებულებებს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოში და ეს მტკიცებულებები ჩაითვლება საკმარისად, საბაჟო ორგანო საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე აუქმებს წარმოდგენილ გარანტიას, ხოლო თავდაპირველ საბაჟო დეკლარაციას მიენიჭება „K“ ნომერი და „C“ გრაფაში აღნიშვნას „გაშვებულია გარანტიით“ გადაესმება ხაზი და კეთდება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია“;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტები ან/და საბაჟო ორგანო მათ ჩათვლის არასაკმარისად, გარანტიის თანხა ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და დეკლარანტს ეგზავნება წერილობითი მოთხოვნა ახალი (კორექტირებული) საბაჟო დეკლარაციის წარმოდგენის მოთხოვნის თაობაზე.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი