დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016589
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
31/07/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
010250050.35.152.016589
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2026 - 21/08/2026)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 31 ივლისი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების  წახალისების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2025 წლის 25 აპრილის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.152.016546).
მუხლი 4
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი



დანართი №1

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების  წახალისების წესი

 


თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური   დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესი (შემდგომში – „წესი“)  განსაზღვრავს  წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების  წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის  სახეებსა  და სხვა.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში  ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრებას და პოპულარიზაციას.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა  წარმატებულ სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე. დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 2.  ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

1. წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს შემდეგი ოდენობით:

ა) სპორტსმენი, რომელიც  არაოლიმპიურ სახეობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში დაიკავებს:

ა.ა) პირველ ადგილს 1000( ათასი) ლარი;

ა.ბ) მეორე ადგილს 800 (რვაასი) ლარი;

ა.გ) მესამე ადგილს 600 (ექვსასი) ლარი.

ბ) სპორტსმენი, რომელიც არაოლიმპიურ სახეობაში გამართულ  ევროპის ჩემპიონატზე დაიკავებს:

ბ.ა) პირველ ადგილს 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

ბ.ბ) მეორე ადგილს 1200 (ათას ორასი) ლარი;

ბ.გ) მესამე ადგილს 1000 (ათასი) ლარი.

გ) სპორტსმენი, რომელიც არაოლიმპიურ სახეობაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავებს:

გ.ა) პირველ ადგილს 2000 (ორი ათასი) ლარი;

გ.ბ) მეორე ადგილს 1700 (ათას შვიდასი) ლარი;

გ.გ) მესამე ადგილს 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

დ) სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიურ სახეობაში გამართულ საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატზე (2010-2015 წწ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჭიდაობა-ძიუდოში) დაიკავებს:

დ.ა) პირველ ადგილს 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

დ.ბ) მეორე ადგილს 1300 (ათას სამასი) ლარი;

დ.გ) მესამე ადგილს 1000 (ათასი) ლარი.

ე) სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიურ სახეობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში დაიკავებს:

ე.ა) პირველ ადგილს 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

ე.ბ) მეორე ადგილს 1300 (ათას სამასი) ლარი;

ე.გ) მესამე ადგილს 1000 (ათასი) ლარი.

ვ) სპორტსმენი, რომელიც   ოლიმპიურ სახეობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაიკავებს:

ვ.ა) პირველ ადგილს 2000 (ორი ათასი) ლარი;

ვ.ბ) მეორე ადგილს 1700 (ათას შვიდასი) ლარი;

ვ.გ) მესამე ადგილს 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

ზ) სპორტსმენი, რომელიც   ოლიმპიურ სახეობაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავებს:

ზ.ა) პირველ ადგილს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ზ.ბ) მეორე ადგილს 2300 (ორი ათას სამასი) ლარი;

ზ.გ) მესამე ადგილს 2000 (ორი ათასი) ლარი.

2. ფულადი ჯილდო გადაეცემა ასევე ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სპორტსმენთა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებს, სპორტსმენთათვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს 30%-ის ოდენობით. მწვრთნელის დასაქმების  დამადასტურებელ ცნობას გასცემს ორგანიზაციის დირექტორი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ გამართულ ოფიციალურ ჩემპიონატებზე, საქართველოში ჩატარებულ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით გამოსულ სპორტსმენებზე, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებულ ოლიმპიურ/არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს სახელით გამოსულ, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპორტსმენებსა და ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებზე.

მუხლი 3. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა სპორტსმენმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობა,  ხოლო გამარჯვებული სპორტსმენის პირადმა   მწვრთნელმა განცხადება და ცნობა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებიდან“ გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელის თაობაზე.

2. გადაწყვეტილებას ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების გამოცემის გზით.

3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.


 

დანართი №2

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი

 


თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური   დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების  წახალისების წესი (შემდგომში – „წესი“)  განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტების  წახალისების წესსა და პირობებს.

2. წესის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას და განათლების პოპულარიზაციას.

3. დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 2.  ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის წარჩინებულ სტუდენტებს, შემდეგი ოდენობით:

ა) „B“ შეფასებით – 800 (რვაასი) ლარით;

ბ)  „A“ შეფასებით – 1200 (ათას ორასი) ლარით.

 

მუხლი 3. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ფინანსური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) სტუდენტის მიმდინარე შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 4.  პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა არაუმეტეს წელიწადში ერთხელ გაზაფხულის ან შემოდგომის სემესტრული შედეგების შესაბამისად მათ შორის, ფულადი ჯილდო გაიცემა იმ სტუდენტებზეც, რომლებმაც ამ წესის  მე-2 მუხლით განსაზღვრული  შედეგი მოიპოვეს 2026 წელს, წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე.

2. გადაწყვეტილებას ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ბრძანების გამოცემის გზით.

3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.