დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 12/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.010.088 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.088
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №188
2007 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2330) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საზღვაო პორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საწყობიდან პორტში გადაადგილებულ საქონელზე გამოიწერება მოწმობა №2 (დანართი №2-ის შესაბამისად) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, თუ არ ხდება სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ლუქის ახსნა. საზღვაო გზით საბაჟო საწყობში გადაადგილებულ საქონელზე დეკლარანტს შეუძლია წინასწარ გამოწეროს მოწმობა და წარუდგენოს საბაჟო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი შესაბამისი კონტეინერების გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები, საბაჟო მოხელეს ხელით შეაქვს ეს რეკვიზიტები საქონლის საზღვაო პორტიდან გასვლის დროს. საზღვაო პორტიდან საბაჟო საწყობში საქონლის შესვლის დროს საწყობის მფლობელი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, ხოლო საბაჟო მოხელე მოხსნის მოწმობას კონტროლიდან და საქონლის საბაჟო საწყობიდან გასვლის შემთხვევაში გამოწერს ახალ მოწმობას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები