„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016590
15
31/07/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
210020020.35.152.016590
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 31 ივლისი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის  29 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  01/06/2026წ. სარეგისტრაციო კოდი: 210020020.35.152.016581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 121 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილების  მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებსა და დასახლებულ პუნქტებში  მოსახლეობისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.80 (ოთხმოცი თეთრი) ლარით  თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 001-ზე  ქულაზე ნაკლებია  (ასოცი ათას ერთი) გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების სულადობრივი მოსაკრებლის გადახდისგან.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.“;

გ) დადგენილების  მე-3  მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

იურიდიული პირებისათვის (ინდივიდუალური მეწარმეების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის)  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს №2 დანართის შესაბამისად.“;

დ) დადგენილების №2 დანართის სახელწოდება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის (ინდივიდუალური მეწარმეების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის)“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 


საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი