„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 30/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025909
360
30/07/2026
ვებგვერდი, 30/07/2026
470000000.10.003.025909
„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2026 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 470000000.10.003.025549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №2 დანართის („იმუნიზაცია“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამი ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26 200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

18,800.4

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

176.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

3,945.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

2,018.6

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

400.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

300.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებები)

200.0

8

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ამცრელი სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერი სუპერვიზია

150.0

9

ნულოვანი დოზით აუცრელი და/ან არასრულად აცრილი ბავშვების მიდევნება

210.0

 

სულ:

26,200.0.“.

 

2. №9 დანართის („ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 09) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26 000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

4,200.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა

ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

10,479.7

2.1

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა

300.0

4

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა

4,696.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

5,324.3

6

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა, პროგრამის ადმინისტრირება

500.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

500.0

 

სულ:

26,000.0.“.

 

3. №12 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 51 973.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

9,150.0

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

134.0

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.0

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

3,557.0

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

34,310.0

6.1

მათ შორის, დანართ №12.9-ითა და დანართ №12.10-ით გათვალისწინებული მომსახურებისთვის

32,481.0

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

1,370.0

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

2,555.0

9

ასერტული მკურნალობის კომპონენტის თანადაფინანსება

84.0

 

სულ:

51,973.0.“.

 

4. №15 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 47 000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

23,635.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

150.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

19,500.0

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

1,100.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

50.0

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

2,500.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

65.0

 

სულ:

47,000.0.“ .

5. №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 06):

ა) მე-3 მუხლს „დ“ ქვეპუნქტის:

ა.ა) „დ.გ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ.ი“ ქვეპუნქტი:

„დ.გ.ი) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა მედიკამენტების შესყიდვა;“;

ა.ბ) „დ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ლ) სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვა;“;

ა.გ) „დ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ნ) დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთათვის:

დ.ნ.ა) მედიკამენტ „დეფლაზაკორტის“ შესყიდვა;

დ.ნ.ბ) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა მედიკამენტების შესყიდვა;“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 84 853.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

100.0

2

ფენილკეტონურიისა და ფენილალალინემიის ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული მეთვალყურეობა

110.0

3

იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადების მქონე პირთა ამბულატორიული და სტაციონარული მეთვალყურეობა

1,026.0

4

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა სტაციონარული მომსახურება

290.0

5

ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურება,

მათ შორის:

440.0

5.1

ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (გარდა ენდოპროტეზირებისა)

400.0

5.2

ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება

40.0

6

იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა,

მათ შორის:

82,887.0

6.1

გაფანტული სკლეროზით დაავადებულებისთვის თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

55.0

6.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

600,0

 

სულ:

84,853.0.“;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ.ი“, „დ.ლ“ და „დ.ნ.ბ“ ქვეპუნქტებით შესყიდული მედიკამენტების ჩამონათვალი და მათი ბენეფიციარებზე გაცემისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 30 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე