დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430090000.22.022.018883 |
|
„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 05/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017667) პირველი მუხლით დამტკიცებული „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია ბენეფიციარის განცხადება, რომლის წარდგენა ხდება მატერიალური ფორმით, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) მცხოვრებ პირთათვის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (შემდგომ – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია) და ელექტრონული ფორმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით, ყოველი წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. განცხადება უნდა შეიცავდეს ბენეფიციარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი; გ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი; დ) პროგრამის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება); ე) სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება პროგრამის დასრულების შემდეგ; ვ) სჭირდება თუ არა საერთო საცხოვრებელი; ზ) ბენეფიციარის ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), ამ წესით განსაზღვრულ პროგრამაზე ჩარიცხვისა და ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა. 3. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 12 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს პროგრამის ბენეფიციართა სიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია. 4. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისთვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ასევე, არ ფიქსირდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აქტიური ან სტატუსშეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტად ან კურსდამთავრებულის სტატუსით.“. 2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ასევე ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირთა ნუსხას, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იგზავნება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ბენეფიციართა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტის გამოცემას არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები