დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018882 |
|
„საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20
13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20
13 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017935) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“. 3. პირველი მუხლით დამტკიცებული წესი და პირობები ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი და პირობები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში (შემდგომ – პირი), საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესსა და პირობებს (შემდგომ – წესი). 2. ამ წესის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისათვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების პირობები 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც წარედგინება შესაბამისად გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას (შემდგომ - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენა პირის მიერ ხდება მატერიალური ფორმით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთვის, შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პირის სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი; ე) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა); ვ) თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას პირმა უნდა დაურთოს: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირმა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს უნდა დაურთოს ცნობა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც დაასრულა სრული ზოგადი განათლების საფეხური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტატუსის მითითებით. 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების შესახებ პირის განცხადების რეგისტრაციას კოორდინაციას უწევენ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური; ბ) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მიზნით განცხადებების წარდგენა იწყება ყოველი წლის პირველ აგვისტოს და გრძელდება იმავე წლის 5 სექტემბრამდე. 6. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა. 7. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 12 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, რომელსაც უნდა ერთოდეს პირის: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა 1. პირს უფლება აქვს აირჩიოს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოცხადებული აქვს მიღება შესაბამისი წლისთვის, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ შესაბამისად. 2. პირს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ. მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მიზნებისათვის სამინისტრო ამ წესით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია) გამოითხოვს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამავე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობით. მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა განსაზღვრა 1. სამინისტრო ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ აზუსტებს იყო თუ არა პირი დარეგისტრირებული შესაბამის წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და აქვს თუ არა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემოწმებისას სამინისტრო ეყრდნობა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან გამოთხოვილ მონაცემებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება შესაბამისი მიმართვიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიაწვდის სამინისტროს სათანადო ინფორმაციას. 4. პირს, ელექტრონული ფორმით შევსებული განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. 5. სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას; გ) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ამავე აქტით გათვალისწინებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 6. პირმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი; გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სრული ზოგადი განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირი ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ოქტომბრისა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მონაცემები შეიტანება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ წესის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მობილობის ან შიდა მობილობის, ასევე სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის პირობები განისაზღვრება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით. მუხლი 6. პირის შესახებ მონაცემების შენახვის ვადები და წესი 1. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვას/შენახვას მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამის საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირის მონაცემების შენახვას მოქმედი კანონმდებლობითა და სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. მუხლი 7. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა შენახვის ვადა და წესი 1. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთან დაკავშირებით გათვალისწინებულ მონაცემებს ანადგურებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადაში. 2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე: ა) ელექტრონულ ბაზაში დაცული ავტომატურად იშლება სისტემიდან მათი სრული წაშლით; ბ) პირად საქმეში მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას. 3. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ინახავს მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამის საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები