დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 13/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.010.071 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.071
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №173
2007 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 971 მუხლის მე-3 ნაწილის, 281-ე მუხლის მე-19 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №32, მუხ. 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების ამ ბრძანებით განსაზღვრული თვითწებადი ლუქების შესაბამისი რაოდენობით დაბეჭდვის ორგანიზება და საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაცემა, მათი საგადასახადო ინსპექციებზე გადანაწილების მიზნით.“;
ბ) ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საგადასახადო ორგანოებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2009 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2009 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისამდე.
5. 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები