„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016833
27
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
300320000.16.009.016833
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №27

2026 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე, 168-ე მუხლების და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006 წ., სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემულ ცხრილში შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) 59-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 63-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"

63

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“:

 

ა) 2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე

13.683

 

32.735

(შპს „აკრიანი 2006“-ის ყოფილ სალიცენზიო არეალში 2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს განაწილების დროებითი ტარიფი, რომელიც შეადგენს 23.474 თეთრს)

 

(შპს „მამედის“ ყოფილ სალიცენზიო არეალში 2026 წლის 1 აგვისტოდან  2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს განაწილების დროებითი ტარიფი, რომელიც შეადგენს 24.317 თეთრს)

48.244

(შპს „აკრიანი 2006“-ის ყოფილ სალიცენზიო არეალში 2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს ტარიფი 38.983 თეთრის ოდენობით)

 

(შპს „მამედის“ ყოფილ სალიცენზიო არეალში 2026 წლის 1 აგვისტოდან 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს ტარიფი 39.826 თეთრის ოდენობით)

".

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე