ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016388
16
29/07/2026
ვებგვერდი, 30/07/2026
010260030.35.142.016388
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 29 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურისა და სპორტის  სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის  №11 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge, 06/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.142.016188).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის  13 აგვისტოდან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი



დანართი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურისდა სპორტის  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ქალთა უფლებების დაცვის  მიმართულებით ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის, სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებას, განხორციელებასა და კოორდინაციას.

2.  სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,  ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულება და ეს დებულება.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან – განყოფილებებისგან და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2.  სამსახურის განყოფილებებია:

ა) სტრატეგიული განვითარების განყოფილება;

ბ) პროგრამების მართვისა და გაერთიანებების კოორდინაციის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების  ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

6. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

7. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის წესები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მერიის დებულებით.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების, სტრატეგიებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება, აგრეთვე დამტკიცებული პროგრამების განხორციელება და მართვა;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებული განათლების, კულტურის, სპორტის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე ტურიზმის დაწესებულებების (ააიპ-ების/გაერთიანებების) საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მონიტორინგი;

გ) შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროების პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე, ასევე ტურიზმის მიმართულებით დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) სამსახურის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელი მუნიციპალური (კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული) ღონისძიებების გეგმის შემუშავება და უშუალო რეალიზაცია;

ვ) დღესასწაულების, მუნიციპალური მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების, ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებებისა და ტურნირების ორგანიზება, თანაორგანიზება და ხელშეწყობა;

ზ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და პოპულარიზაცია;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

კ) შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენების ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ გასვლით ღონისძიებებში, გამოფენებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე აღნიშნული აქტივობების ორგანიზება;

ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

მ) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის, მისი პერსპექტიული განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, ტურისტული მარშრუტების შემუშავება და ამ სფეროში დასაქმებულთა საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ნ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის სათანადო მასალების მომზადება, აგრეთვე ტურისტული ღონისძიებების, ფესტივალების, გამოფენებისა და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება და კოორდინაცია;

ო) ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, დარგში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი პროექტების მომზადება;

პ) „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის   უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 4. სტრატეგიული განვითარების განყოფილება
სტრატეგიული განვითარების განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების, სტრატეგიებისა და მუნიციპალური პროგრამების  მომზადება;

ბ) შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროების პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე, ასევე ტურიზმის მიმართულებით არსებული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) საკითხებზე;

დ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, რელიგიური, მხატვრული თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება; კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, რელიგიური, მხატვრული თუ სხვა ღირებულებათა შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა;

 ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაცია, თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ზ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფა;

თ) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის, მისი პერსპექტიული განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, ტურისტული მარშრუტების შემუშავება და ამ სფეროში დასაქმებულთა საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ი) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის სათანადო მასალების მომზადება, აგრეთვე ტურისტული ღონისძიებების, ფესტივალების, გამოფენებისა და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება და კოორდინაცია;

კ) დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამებისა და ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების უშუალო განხორციელება და მიმდინარე პროექტების მართვა;

ლ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და შესაბამისი პირობების შექმნა;

მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში.

 


მუხლი 5. პროგრამების მართვისა და გაერთიანებების კოორდინაციის განყოფილება
პროგრამების მართვისა და გაერთიანებების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამების უშუალო განხორციელება და მიმდინარე მართვა;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებული განათლების, კულტურის, სპორტის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე ტურიზმის დაწესებულებების (ააიპ-ების/გაერთიანებების) საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მონიტორინგი;

გ) სამსახურის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელი მუნიციპალური (კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული) ღონისძიებების გეგმის შემუშავება და უშუალო რეალიზაცია;

დ) დღესასწაულების, მუნიციპალური მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების, ადგილობრივი კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებებისა და ტურნირების ორგანიზება, თანაორგანიზება და ხელშეწყობა;

ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური შემოქმედებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია მასობრივი აქტივობების გზით;

ვ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და პოპულარიზაცია; კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

ზ) შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენების ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ გასვლით ღონისძიებებში, გამოფენებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე აღნიშნული აქტივობების ორგანიზება;

თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (კულტურის ცენტრების, სასპორტო სკოლების, ბაღების გაერთიანების) მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლის შემაჯამებელი ანგარიშების განხილვა, ფინანსური სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და სერვისების ხარისხის პერიოდული შეფასება;

ი) სხვადასხვა დარგში (სპორტი, სწავლა, ხელოვნება) გამარჯვებული ან განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდების, აგრეთვე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და მატერიალური თუ მორალური წახალისების მიზნით მიმდინარე ღონისძიებებისა და დაჯილდოებების ორგანიზება;

კ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების ძირითადი მიმართულებების კოორდინაცია;

ლ) ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მიზნობრივი პროექტების, საგანმანათლებლო ბანაკების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის აქტიური ხელშეწყობა;

მ) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პრობლემებისა და გამოწვევების პერიოდული შესწავლა სტრატეგიული გეგმების მოსამზადებლად;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, განათლების, სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია;

ო) დაქვემდებარებულ დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის სათანადო მიმდინარე სამუშაოების ორგანიზაცია და კოორდინაცია;

პ) პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობა და კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში.

 


მუხლი 6. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.