ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016387
15
29/07/2026
ვებგვერდი, 30/07/2026
010260030.35.142.016387
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 29 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის დებულება  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის  №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  (www.matsne.gov.ge, 06/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.142.016182). 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის  13 აგვისტოდან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი



დანართი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების კოორდინირებას, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვასა და შესრულების პროცესის მონიტორინგს, აგრეთვე არქიტექტურული და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, მერის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3.  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი.

4. სამსახურის საშტატო განრიგი და სტრუქტურა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციების განსაზღვრა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება/მართვა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული განვითარებისა და ქალაქთმშენებლობის პოლიტიკის შემუშავება და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ხელშეწყობა.

2. სამსახურის მიზანია: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე, გამართული და მდგრადი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, მართვა, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სივრცით-გეგმარებითი თვალსაზრისით ხელსაყრელი საინვესტიციო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

3. სამსახურის ამოცანებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ობიექტების (გზები, ხიდები, გარე განათება, წყალმომარაგება-წყალარინება და სხვა) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის გეგმაზომიერი დაგეგმვა და კოორდინაცია;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;

გ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების (დასახლებათა გენერალური გეგმები, განაშენიანების დეტალური გეგმები) შემუშავების უზრუნველყოფა და მათი პერიოდული განახლება;

 დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო პროცესების მეთოდური მოწესრიგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადება;

ე) მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განაშენიანებისა და ურბანული განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.

 


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულების (შემდგომ – განყოფილებები) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის განყოფილებებია:

ა) ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის  განყოფილება;

ბ) არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების  ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

6. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

7. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის წესები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მერიის დებულებით.


მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
სამსახური, მისთვის დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის (საგზაო, კომუნალური, სოციალური და სხვა) შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზების შექმნას; 

 ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა  და ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილის პროექტების მომზადებასა და კოორდინაციას; 

 გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რეგფონდი) და სხვა ფონდებიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის პროცედურების განხორციელებასა და შესაბამის უწყებებში წარდგენას; 

 დ) სარეაბილიტაციო/სამშენებლო ობიექტებზე დეფექტური აქტების, ფოტომასალისა და განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების მომზადებას; 

 ე) საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად დეტალური ტექნიკური დავალებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და შესყიდვების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნას;

ვ) მუნიციპალური შეკვეთით მიმდინარე საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ინსპექტირებას, მონიტორინგსა და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლს;

ზ) შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ პოზიციის მომზადებას და საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის ფორმირებას; 

თ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღწერას, სათანადო დოკუმენტაციის (აქტების) მომზადებას და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენას სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების საკითხებზე მუშაობას, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების დეტალური გეგმების შედგენის ორგანიზებას, კოორდინაციასა და საჯარო განხილვების მოწყობას;

კ) გამწვანების, განათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და კოორდინაციას;

ლ) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის (I სტადია) თაობაზე დოკუმენტაციის განხილვასა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას; 

მ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და საინჟინრო დოკუმენტის შეთანხმების (II სტადია) მიზნით საქმისწარმოების განხორციელებას;  

ნ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, შეთანხმებულ პროექტში ცვლილებებისა და კორექტირების შეტანის (II სტადია) თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას და მერთან წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; 

 ო) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად აშენებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) მიზნით დოკუმენტების განხილვასა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას; 

პ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ საკითხების განხილვას და შესაბამისი წინადადებების/დასკვნების მომზადებას; 

ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას, შენობა-ნაგებობების ექსტერიერების პროექტების განხილვას, ფერთა შეთანხმებას, საინფორმაციო აბრებისა და ფირნიშების ესკიზების რეგულირებასა და აქტების მომზადებას; 

რ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვასა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას; 

ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული კორესპონდენციების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას, შესწავლასა და პასუხების მომზადებას;

ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მერის სამართლებრივი აქტების, დავალებებისა და რეზოლუციების შესრულებას;

უ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.


მუხლი 5. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის  განყოფილება
ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის  განყოფილების ფუნქციებია:

ა)  მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის (საგზაო, კომუნალური, სოციალური და სხვა) შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზების შექმნა;

ბ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრებსა და საერთო კრებებში მონაწილეობა, სათანადო წინადადებების მომზადება;

გ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა  და ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილის პროექტების პირველადი ფორმირება, კოორდინაცია და მათი შესრულების მიმდინარეობაზე საინფორმაციო პაკეტების მომზადება;

დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რეგფონდი) და სხვა ფონდებიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის პროცედურების ტექნიკური უზრუნველყოფა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების გაწევა;

ე) სარეაბილიტაციო/სამშენებლო ობიექტებზე დეფექტური აქტების, ფოტომასალისა და განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების შედგენა და განსაზღვრა;

ვ) საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად დეტალური ტექნიკური დავალებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნის მიზნით სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ზ) მუნიციპალური შეკვეთით მიმდინარე საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ინსპექტირება, ადგილზე მონიტორინგი და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;

თ) მზა საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა-ინსპექტირება, აღრიცხვა და დასკვნის მომზადება წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ი) შესრულებულ სამუშაოებზე შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისათვის საჭირო და სხვა სახის საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება, ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების წარმოება;

კ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის (აქტების) მომზადება და წინადადებების შემუშავება  ზიანის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული საინჟინრო-კომუნალური ქსელების (წყალმომარაგება, წყალარინება, გარე განათება) და საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგი და მათი გამართული ფუნქციონირებისათვის წინადადებების მომზადება;

მ) გამწვანების, განათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ნ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული კორესპონდენციების, განცხადებებისა და წერილების განხილვა, შესაბამისი პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება;

ო) სამსახურის უფროსისა და მერის სხვა დავალებების, რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტების შესრულება.


მუხლი 6. არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება
არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილების  ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების საკითხებზე წინადადებების მომზადება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების დეტალური გეგმების შედგენის კოორდინაცია და მათი საჯარო განხილვების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 

ბ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის (I სტადია) თაობაზე შემოსული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; 

გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთების გამიჯვნის, გაერთიანებისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების პროექტების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

დ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და საინჟინრო დოკუმენტის შეთანხმების (II სტადია) მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა; 

ე) მშენებლობის (მათ შორის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის) ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებებისა და კორექტირების შეტანის (II სტადია) თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და მერთან წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 

ვ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად აშენებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა, ობიექტის ვიზუალური შემოწმება და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; 

ზ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ საკითხების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და იურიდიული დასკვნების მომზადება; 

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება, შენობა-ნაგებობების ექსტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, საინფორმაციო აბრებისა და ფირნიშების ესკიზების რეგულირება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 

ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; 

კ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული კორესპონდენციების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვა, შესწავლა და პასუხების პროექტების მომზადება; 

ლ) სამსახურის უფროსისა და მერის სხვა დავალებების, რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტების შესრულება.


მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.