„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025905
356
28/07/2026
ვებგვერდი, 28/07/2026
040170020.10.003.025905
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №356

2026 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ დანართის ცხრილი №31 და ცხრილი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ცხრილი №31

III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

140

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4125

სიგანე არანაკლებ

1725

სიმაღლე არანაკლებ

1535

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის,

ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000

კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება, ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 6 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის
და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლისა და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. ან მექანიკური რეგულირება.“.

 

ცხრილი №8

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ

 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება,

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზეაღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი),

JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ან Latin NCAP

(ლათინური ამერიკის ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე  (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),

3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)

სრულ ავტომანქანაზე,  გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა

(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები,

შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო,

გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა

კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვისა და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების მექანიკური ან  ელრეგულირება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე